Powered By Blogger

Sunday, April 15, 2018

თვითშემეცნების გასაღები


ჩემი  ცხოვრება  ქრისტეში  საიდუმლო  და  სასწაულია...








დასაბამიდან  ბრძოლაა  სიკეთესა  და  ბოროტებას  შორის,  რომელიც  ქვეყნიერების  აღსასრულამდე  გაგრძელდება.
რა  არის  საჭირო  იმისათვის,  რომ  ადამიანმა  სულის  ცხონება  შეძლოს?
რომელი  გზით  უნდა  განვლოს  მან  თავისი  ცხოვრება?
უფალი   სჯულმეცნიერს  და  თომა  მოციქულს  პასუხობს: - დაიცვავი ღვთის  მცნებები.   მე  ვარ  გზა,  ჭეშმარიტება  და  სიცოცხლე.  (იოანე 14.6)
სულიერ- ეკლესიური  ცხოვრებაა  საჭირო,  რომ  ადამიანი პიროვნებად,  ზეციურ  მეომრად  იქცეს  ანუ  გახდეს  ჭეშმარიტი - მართლმადიდებელი  ქრისტიანი.
წმინდა  გულის  მატარებელნი  ღვთის  მხილველნი  არიან. (  ნეტარ  იყვნენ  წმინდანი   გულითა,  რამეთუ  მათ  ღმერთი  იხილონ. (მათე  5.8 )  რწმენის  გარეშე  კი  სიყვარულის  ხილვა  შეუძლებელია.  ღმერთის  თვისებაა  ის  რომ  უხილავია,  ყოვლისშემძლეა,   ყოვლადბრძენია,  შეუცდომელია,   წმინდაა,  დაუსაბამოა...  ცისა  და  ქვეყნის - ხილული  და  უხილავი  სამყაროების  შემოქმედია.  
     რეალურ  სამყაროში ( დროსა  და  სივრცეში)   ცოდვა  გახდა  პირველმიზეზი  ადამიანის  სიკვდილისა,  რომელიც  გამოწვეული  იყო  ღვთის  ურჩობითა  და  ამპარტავნებით;   იმ  აკრძალული  ხილის  ხმევით,  რომელიც  ჩვენმა  დაუძინებელმა  ვერაგმა  მტერმა - ეშმაკმა  აცდუნა  ჩვენი  პირველმშობლები - ადამი  და  ევა.  დაშორდნენ  რა  სიყვარულს  და  თავისუფლებას,  უკვდავებას  და  ქალწულებას,  პირველგამოცდის  წარუმატებლობით,  მარხვის  დარღვევით,  შეგნებულად  შეცოდებით,  რომელიც  შთამომავლობით  მიზეზი  გახდა  ადამიანის  სულიერი  და  ფიზიკური  დაავადების,  შერცხვენის,  გაშიშვლების,  თვითდასჯისა  და  ცხოვრების   ტყუილში  გატარებისა.  მაგრამ  ღმერთმა  არ  გასწირა  მისი  უსაყვარლესი  და  უსათნოესი  ქმნილება - ადამიანი,  რომელმაც  მხოლოდშობილი  ძე  იესო  ქრისტე  მოუვლინა  კაცობრიობას,   რომელმაც  იტვირთა  ადამიანთა  ცოდვები,  საკუთარი  ჯვარცმით  გაგვანთავისუფლა  ეშმაკის  მონობის  ბორკილებისაგან   და  სამოთხის  კარი  გაგვიღო  ყველას, ვისაც  სულის  ცხონება  სურს.
    დაუბადებელი  დაიბადა,  უსხეულო  განსხეულდა,  უხილავი  ხილულ  შეიქმნა - ადამიანთა  ხსნისათვის  განკაცდა,  როგორც  სრული  ღმერთი  და  ადამიანი,  მოძღვარი  და  წინასწარმეტყველი,  რომელიც  იშვა  ზეცაში  მამისაგან  დედის  გარეშე  და  მიწაზე  დედისაგან  მამის  გარეშე.
    ქრისტეს  ნაკვალევით  სვლა   მშვენიერია,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ეს  გზა  ვიწრო  და  ეკლიანია. 
- ,, ნუ  გეშინია,  მე  შენთანავარ! ’’    ეს  სიტყვები  ხომ  უტკბილესია,  რომელიც  მის  მხმობელთა  მანუგეშებელია.
 ჭეშმარიტი  მართლმადიდებელი - ქრისტიანი   ზეციური  მეომარია,  ზეცის  მოქალაქეა,   სულიერი  მებრძოლია,  რომელიც  სიცოცხლის  ბოლომდე  უხილავად  იბრძვის  ბოროტების  დასამარცხებლად,  რათა  არ  დაკარგოს  სიყვარული  და  თავისუფლება  - უკვდავების  გვირგვინი. სიყვარულისთვის  მსხვერპლი  უნდა  გაიღო,  რომ  ღმერთს   სათნო  ეყო  და  მადლი  მიიღო.
    - ვინ  განმაშორნეს  ჩვენ  სიყვარულსა მას  ქრისტესა: ჭირმა  ანუ  იწროებამან,  დევნამან  ანუ  სიყმილმან,  შიმშილობამან  ანუ  ურვამან  ანუ  მახვილმან?  ვითარცა  წერილ  არს:  რამეთუ  შენთვის  მოვსწყდებით  ჩვენ  მარადღე  და  შევირაცხენით  ჩვენ,  ვითარცა  ცხოვარნი  კვლადნი!  (6კ. 43ფ.  23მ.) ( წმ. პავლე  მოციქულის  ეპისტოლე  რომაელთა  მიმართ(8თ. 35-36მ-ბი.)
    რა  არის  საჭირო  იმისათვის  რომ  ბოროტებამ  ვერ  დაგამარცხოს?
- ღვთის  მცნებების  დაცვა,  რომელიც  ღვთისა  და  მოყვასის  სიყვარულს  ქადაგებს.
,,1.შეიყვარო  უფალი  ღმერთი,  ყოვლითა  გულითა  შენითა,  ყოვლითა  სულითა  შენითა  და  ყოვლითა  გონებითა  შენითა’’.  2. ,,შეიყვარო  მოყვასი  შენი,  ვითარცა  თავი  თვისი.’’  ( მათე. 22თ. 37-39მ-ბი.)
ადამიანის გულში უნდა სუფევდეს ,,სათნოებების თაიგული" -  ღვთისადმი  მორჩილება,  თავმდაბლობა,  რწმენა,  სასოება,  ლოცვა,  მარხვა,  აღსარება,  ზიარება,  სიბრძნე,  სიყვარული,  სიკეთე,  მიმტევებლობა, სულგრძელობა, მზრუნველობა და სიმშვიდე ...   ლოცვით,  უფლის  სახელის  მოხმობით,  პირჯვრის  გამოსახვით,  თავმდაბლობით,  ზიარებით;  უგუნურ  ეშმაკს  შენი  ეშინია,  რადგან  ღვთის  ხატებასა  და   მსგავსებას  ხედავს,  მას  ღვთის  სიტყვით  ამარცხებ, რომელიც  არის  ორლესული  უხილავი  მახვილი,  როდესაც  მის მიერ  შემოთავაზებლ  ცოდვაზე  უარით  პასუხობ.
    -  მაშ  დაემორჩილენით  ღმერთსა  და  წინ  აღუდექით  ეშმაკსა  და  ილტვოდის  თვენგან!  (იაკობ  მოციქულის ეპისტოლე 4თ.7მ)
- ნუ  იძელვი  ბოროტისაგან,  არამედ  სძლიე  სიკეთითა  მით  ბოროტსა  მას! ( წმ. პავლე  მოციქულის  ეპისტოლე  რომაელთა  მიმართ(12თ. 21მ.)
- ცოდვაი  მოვიძულე  და  მოვიძაგე,  ხოლო  სჯული  შენი  შევიყვარე.  (წმ.  დავით  მეფსალმუნე.  (17კ.  118ფ.  163მ.)
- ასპიტსა  და  ვასილისკოსსა  ზედა  ხვიდოდი  და  დასთრგუნო  შენ  ლომი  და  ვეშაპი.(12კ. 90ფ. 13მ.)
- ყოველთა,  რომელთა  აღიღონ  მახვილი,  მახვილთა  წარწყმდნენ. (მათე. 26თ 52მ.)
-ნუ განიკითხავ, რათა არ განიკითხეთ, ნუს დასჯით რათა არ დაისაჯნეთ, მიუტევეთ და მოგეტევებათ. (ლუკა 6თ. 37მ.)
    ფიზიკური,  ხილული  მახვილით,  შურისძიებით  და  განკითხვით,   როდესაც  ადამიანი  სიტყვიერ  და  ფიზიკურ  შეურაცხოფამდე  მიჰყავს  ეშმაკს, თუ დროულად არ შეინანებს, მკვლელობას  ან  თვითმკვლელობას  ადენინებს.
ასე  რომ  ბოროტების  ბოროტებით  დამარცხება  შეუძლებელია,  პირიქით  უფრო განაძლიერებს  მტრობა - სიძულვილს.  მისი  დამარცხება  მხილოდ  სიკეთით,   ფსიქო-მორალურად ( სულიერ-ზნეობრივად ) არის  შესაძლებელი.   კაცთმოყვარე  უნდა  იყო  და  არა  სჯულთშემწყნარებელი.   ადამიანი  უნდა  გიყვარდეს,  ხოლო  მასში  არსებული  ცოდვა,  ეშმაკი  უნდა  გძულდეს.  ყოველი  ცრუ  რელიგია  და  სექტა, ეშმაკის შთაგონებით შექმნა,  ბიბლიაში  ღვთის სიტყვა  შეცვალეს,  როდესაც  ღვთის  სიტყვა  უცვლელია, უფალი ამბობს: - ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. (მათე 24თ 35მ.) 
ბიბლია განმარტებულია  მარლთლმორწმუნე  საეკლესიო- სასულიერო  პირთა,  თეოლოგ- ღვთიმეტყველთა,  წმინდათა  ცხოვრების  მიერ,  რომლებიც  მოწამენი  არიან  ჭეშმარიტი  ღმერთის  არსებობისა.
ვინ  არის  ქრისტიანი  და  ანტიქრისტიანი?
ქრისტიანია  ის  ადამიანი,  რომელიც  არ  ივიწყებს,  აღიარებს  და  სწამს,  რომ ქრისტე  არის  ძე  ღვთისა.   ანტიქრისტიანია  ის, რომელიც  ივიწყებს,  არ  აღიარებს  და  არ  სწამს,  რომ  ქრისტე  არის  ძე  ღვთისა.
ესრეთ იყვნენ  წინანი უკუანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი  რჩეულ.    (მათე. 20თ. 16მ.)

მოციქულად  წოდებული იუდა, რომელიც  უფლის ძალით სასწაულებსაც იქმოდა... ვერცხლის მოყვარეობის ცოდვის მოუნანიებლობამ, უფლის მიერ მრავალგზის მხილებულმა ის  ღვთის  გაცემამდე  მიიყვანა  და  სიცოცხლე  სასოწარკვეთილმა  თვითმკვლელობით  დაასრულა.
უკანასკნელი  იყო  ჯადოქარი  კვიპრიანე  კართაგინელი,  მაგრამ  ცოდვათა  სინანულმა  სულიერი  შობა  და  სიყვარულთან  ზიარება  მოუტანა;  კართაგენის  ეპისკოპოსი,  მღვდელ-მოწამე   გახდა  ქრისტესთვის.
ადამიანს  ამქვეყნად  დრო  ცოდვათა  სინანულისთვის  მიეცა,  რომ  სიკეთის  ქმნაში  გალიოს   წუთისოფლის  დღენი.  
რაში  მდგომარეობს  ცოდვათა  სინანული?
-  ცოდვათა  სინანული  მდგომარეობს  საკუთარი  ცხოვრების  გამოსწორებაში.  თუ  ადამიანი  იყო  ეშმაკეული,  ბოროტი,  გახდეს - ღვთისნიერი,  კეთილი.  ასე  რომ  თვითგადარჩენის  იარაღია  ცოდვათა  სინანული,  ხოლო  თვითგანადგურების  იარაღია  ცოდვათა  მოუნანიებლობა.  არ  აქვს  მნიშვნელობა  ერში  ცხოვრობ  თუ  ბერში,  სულის  ცხონება  და  წარწყმედა  ყველგანაა  შესაძლებელი;   ეს  კი  პიროვნების თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.
განსაცდელი   შენი  ცოდვების  შედეგია ან  გამოცდაა,  რომელიც  ფსიქო-სომატურად (სულიერად  ან  ფიზიკურად)  აავადებს  ადამიანს.  უნდა  დაფიქრდე  საკუთერ  სულზე  და  შეიცნო  შენი  სისუსტე და უძლურება,  ცოდვილიანობა,  არ  უნდა  მოჰყვე  ღვთისადმი  უკმაყოფილების  გამოთქმას,  უმადურობას,  არ  მიეცე  სასოწარკვეთილებას  და  არ  განაგრძო  ფართო,  ჭაობიანი,  სიცრუის  გზით  სვლა,  არამედ  პირიქით  ვიწრო,  ეკლიანი,  ჭეშმარიტი გზით,  ადიდე  ღვთის  წყალობა,  რომელმაც  შენზე  მადლი  მოიღო.  გიხაროდეს,  რომელსაც  შენი  მოქცევა  სურს,  რომ  სულიერ-ზნეობრივად  აგამაღლოს,  ცოდნა  და  გამოცდილება  შეგძინოს,  ცოდვები  მოგიტევის,  სულიერად  და  ფიზიკურად  განკურნოს,  ხილული  და  უხილავი  მტრისგან  დაგიფაროს,  საუკუნო  საგზალი  შეგძინოს,  სულის  ცხონება  შეძლო  და  ღმერთთან  ერთად  დაემკვიდრო,  სადაც  მართალნი  ერთობით  განვადიდებთ  მის  სახელს,  რომელიც  უმაღლესი  მშვენიერება  და უსაზღვრო  სრულყოფილებაა,  უკუნითი  უკუნისამდე.   ამინ!
    ქრისტიანული  ზნეობა  სიყვარულზე  და  მიტევებაზე  დაფუძნებული  სწავლებაა.
როგორ  შეიძლება  მიაღწიოს  ადამიანმა  განმღრთობას?
- ღმერთთან  ლოცვით,  პიროვნული  ურთიერთობით,  მისდამი  მიბაძვით, ურთიერთსიყვარულით,  თავმდაბლობით, მადლმოსილებით...
ვინ  არის  პიროვნება?
- პიროვნება  ქრისტიანული  თვითშემეცნების,  ზნეობის,  ცნობიერების,  მრწამსის,   კულტურის,  იდეოლოგიის  და  მსოფლმხედველობის  მატარებელი  ადამიანია.
რა  არის  ქრისტიანული  თვითშემეცნება?
- ქრისტიანული  თვითშემეცნებაა  თუ  საიდან  მოდის  ადამიანი?  რისთვის  არსებობს  და  საით  მიდის?   ის რომ  ღვთის  ხატად  და  მსგავსად  არის  შექმნილი;  არარსებობიდან  არსებობაში  არის  მოსული,  რომელსაც  შემოქმედმა  ღმერთმა  სიცოცხლე,  სიყვარული,  გონიერება  და  თავისუფლება  მიანიჭა.  სიყვარულისთვის  რომ  იარსებოს -  უყვარდეს  ღმერთი  და  ადამიანი.  თუ  საით  წავა  ადამიანი,  სამოთხისკენ  თუ  ჯოჯოხეთისკენ,  ეს  პირადად  მასზეა  დამოკიდებული,  რადგან  მის  თავისუფლებაში  ღმერთი  არ  ერევა. ძალადობით უფალი ვერავის აცხოვნებს, თავად უნდა მოისურვოს ადამიანმა უფალთან მყოფობა - დარჩეს მის სიყვარულში.
  რწმენის,  წმინდა  გულის  გარეშე  კი  სიყვარულის  ხილვა  შეუძლებელია.
წმ.  იოვანე  ღვთისმეტყველი  ამბობს:  ,,ღმერთი  სიყვარული  არს.’’ (4თ. 8მ.)
    სიყვარული  ღვთაებრივი,  ჭეშმარიტი,  წმინდა,  უკვდავი,  მშვენიერი  გრძნობაა...
სიყვარული  თავმდაბალია,  კეთილია,  მზრუნველია,  მიმტევებელია,  სულგრძელია,  მშვიდია...   სიყვარულთან  არ  არის  ძალადობა,  შიში, სიცრუე   და  ანგარება .  სიკეთესა  და  ბოროტებას  შორის  ზღვარი  უფსკრულია.  სიკეთეს  უნდა  დაემორჩილო  და  არა  ბოროტებას.
    ჭეშმარიტი  სიყვარული  - სულიერია,  უვნებოა,  წმინდაა,  ხოლო  არაჭეშმარიტი  სიყვარული - ხორციელი,  ვნებიანი  და  უწმიდურია.
სიყვარული  აკეთილშობილებს  ადამიანს,  სულიერ - ზნეობრივად  აღამაღლებს,  სიკვდილს  გადაარჩენს.  თუ  ადამიანს  სიყვარული  არ  გააჩნია  ის  ცოცხალ-მკვდარია. სად  უნდა  ეძებდეს  ადამიანი  სიყვარულს,  როცა  ის  ასე  ახლოსაა  შენს  გულში,  რომელიც  სიყვარულის  სავანეა.
რისი   უნდა  სწამდეს  ადამიანს,  რომ  ის   იყოს  მონოთეისტი,  თეისტი,  დიოფიზიტი,  მონოგამისტი?
- ჭეშმარიტი  ღმერთის არსებობის,  სულის  უკვდავების,  მკვდრეთით  აღდგომის  და  მომავალი  საუკუნო  ცხოვრების.
როგორ  შეიძლება,  რომ  ადამიანი  ღვთისაკენ  მოექცეს?
- ბუნებაზე  დაკვირვებით,  ღვთის  სიტყვის  ქადაგებით,  წმინდათა  ცხოვრებით,  წინასწარმეტყველებით,   განსაცდელებით,  დაავადებებით,  ქრისტიანული  სასწაულით,  მირონდენით,  გამოცხადებით,  ქორწინებით,  გარდაცვალებით  და ა.შ.
ღვთის  სიტყვის  ქადაგებით:  რწმენაზე -  ,,შეუძლებელი  კაცთაგან  შესაძლებელ  არს  ღვთისა  მიერ’’. (ლუკა. 18თ. 27მ.)
თავმდაბლობაზე  - ,,რამეთუ  ყოველმან  რომელმან  აღიმაღლოს  თავი  თვისი,  იგი დამდაბლდეს;  და  რომელმან  დაიმდაბლოს  თავი  თვისი,  იგი  ამაღლდეს’’. (ლუკა.14თ. 11მ.)  
სიყვარულზე  - ,,იყვარებოდეთ  ურთიერთას’’. (იოვანე. 15თ. 17მ.)
სიკეთეზე - ,,ნეტარ  იყვნენ  მოწყალენი,  რამეთუ  იგინი  შეიწყალნენ.’’ (მათე. 5თ. 7მ.)
თავისუფლებაზე - ,,შეიცანით  ჭეშმარიტება  და  ჭეშმარიტებამ  გაგანთავისუფლოთ  თქვენ.’’ (იოვანე. 8თ.  32მ.)
ცათასაუფეველზე - ,, კეთილისმოქმედნი  აღდგებოდიან  საუკუნო  ცხონებისათვის,  ხოლო  ბოროტის  მოქმედნი  საუკუნო  სასჯელისათვის’’. ( იოვანე.  5თ. 29მ.)  

ყველა  ადამიანი  ღებულობს  ღვთისაგან  განკურნებას?
- არა.  მხოლოდ  ისინი,  რომლებიც  ირწმუნებენ,  ცოდვებს  ინანიებენ,  თავს  იმდაბლებენ,  სიყვარულისა  და  სიკეთისადმი  მსახურება  სურთ  და არა  ისინი,   რომლებიც  ცოდვებს  არ  ინანიებენ,  არ  ირწმუნებენ,  თავს  არ  იმდაბლებენ,  ბოროტთა მსახურად რჩებიან.
წიგნის  ავტორი  არის  ადამიანი,  რომელიც  არსებობს,  მაგრამ  შენ  ვერ  ხედავ.  ანალოგიურად  დედამიწის  ავტორი  არის  ღმერთი.  ასევე  ქარსა  და  ელექტრო-მაგნიტურ  ტალღებს  ვერ  ხედავ,  მაგრამ  მათი  დანახვა  შესაძლებელია  ქმედებაში - ფოთოლთა  შრიალით,  რადიოკავშირით  ანუ  ქმედებაში ხედავ  ღვთიურ  ძალმოსილებას.   ანი  უთხრობენ   დიდებასა  ღმრთისასა და  ქმნულთა  მისთა  მიუთხრობს  სამყაროი. ( წმ. დავით  მეფსალმუნე.  3კ.18ფ. 2მ.)  
    რა  არის  სიკვდილი?
-  სიკვდილი  სულიერი  და  ფიზიკურია.  სულიერი  სიკვდილი  ღვთისაგან  განშორებაა,  ხოლო  ფიზიკური  სიკვდილი  სხეულიდან  სულის  დროებითი გაყრაა,  ესაა  გარდაცვალება,  რადგან  სული  სუბსტანციურად (არსებით  უკვდავია)  და  სიცოცხლეს  განაგრძობს  ადამიანის  წუთისოფელში  გავლილი  ცხოვრების  შესაბამისად, მაგრამ არა სრულ ნეტარებაში ან სატანჯველში, სანამ საყოველთაო აღდგომა არ დადგება.
და  გამოვიდოდიან  კეთილის-მოქმედნი  აღდგომასა  ცხოვრებისასა,  ხოლო  ბოროტისმოქმედნი  აღდგომასა  სასჯელისასა.  (იოვანე. 5თ.  29მ.)
    ქრისტემ  თვალცრემლმორეულმა  ოთხი  დღის  მკვდარი  ლაზარე  მკვდრეთით  აღადგინა,  რომელიც  უფლის  მეგობარი,  მარიამისა  და  მართას  ძმა  იყო.  ლაზარე შემდგომ   კვიპროსის  ეპისკოპოსი გახდა  და  მრავალი  ადამიანი  მოაქცია  ღვთისაკენ.
ლაზარეს  მკვდრეთით  აღდგენისას,  ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, ქრისტეს ღმერთ-კაცობრივი ბუნება. ის  ტირის,  როგორც  ადამიანი  და  მკვდრეთით  აღადგენს  ადამიანს,  როგორც  ღმერთი.
წმინდა  წერილში  მრავალ  ადგილასაა,  სადაც  ვლინდება  ქრისტეს  ღმერთ -კაცობრივი  თვისებები.
ღვთაებრივი:  -  ეშმაკეულის  განკურნება,  წყლის  ღვინოდ  ქცევა,  ბრმისათვის  თვალის  ახილვა,  ზღვაზე  გავლა,   კეთროვნის  განკურნება,  მკვდართა  აღდგინება  და  სხვა  მრავალი.
ადამიანური : - სვამს  და ჭამს,  ტირის,  იღლება,  ტკივილს,  ტანჯვა-წამებას  განიცდის.
- ქრისტე  აღსდგა!
- ჭეშმარიტად  აღსდგა!
აღსდეგინ  ღმერთი  და  განიბნინეს  ყოველი  მტერნი  მისნი  და ილტვოდენ  მოძულენი  მისნი  პირისა  მისისაგან. (წმ. დავით  მეფსალმუნე. 9კ.67ფ. 2მ.)
    ქრისტრეს  აღდგომა  ვერ  ირწმუნა  თომა  მოციქულმა,  სანამ  არ  იხილა  და  ხელით  არ შეეხო  მის  ჭრილობებს,  რომელსაც  აღმოხდა  შემდეგი  სიტყვები: -  უფალი  ჩემი  და  ღმერთი  ჩემი!
    მარიამ  მაგდანინელმა,  რომლისგანაც  მაცხოვარმა  შვდი  ეშმაკი  განდევნა  და  რომელმაც  ღვთისმშობლის  შემდეგ  პირველმა  იხილა  მკვდრეთით  ამღდგარი  უფალი.  წმინდა  მარიამი  რომში  ჩავიდა და  იმპერატორ  ტიბერიუსს  კვერცხი  გაუწოდა  და  ახარა:  ,, ქრისტე  აღსდგა’’.   იმპერატორმა  ქალს  ეჭვით  შეხედა  და  წამოიძახა:  ,, როგორ  შეეძლო   მკვდარს  ამღდგარიყო?!  ეს  ისევე  დაუჯერებელია,  როგორც  ის,  რომ   ახლა  ეს  კვერცხი  გაწითლდესო.’’  სიტყვები  ჯერ  არ  ჰქონდა  დამთავრებული,  რომ  კვერცხი  მართლაც  გაწითლდა.  ამ  დღიდან  მოყოლებული  ქრისტიანები  წითელი  კვერცხებით  ეგებებიან  აღდგომის  ბრწყინვალე  დღესასწაულს.
    საერთოდ  კვერცხი  სიცოცხლის  სიმბოლოა,  რადგან  მისგან  ცოცხალი  არსება  იბადება,  იესო  ქრისტემ  კი  სიცოცხლე  მოგვანიჭა.   წითელ  კვერცხში  სიცოცხლე  მოიაზრება,  რადგან  იესო  ქრისტემ  თავისი  სისხლით  სიცოცხლე  გაწმინდა  და  აკურთხა.
    ფარისეველ - იუდეველნი,  ვერცხლისმოყვარენი,  ცრუღემრთის  მსახურნი,  ქრისტეს  მდევნელნი  იყვნენ,  რომლებმაც  ურწმუნოება  და  უსიყვარულობა  გამოავლინეს,  როდესაც  ქრისტე  ჯვარს  აცვეს,  შეცდომილებით  არც  თავად  შედიოდნენ  სამოთხეში  და  არც  სხვებს  უშვებდნენ.  ისინი  მიწიერ  მეუფეს  ელოდნენ,  რომელიც  მათ  მატერიალურ  კეთილდღეობას  მოუტანდა  და  გარეშე  მტრებისგან  დაიცავდა.  ქრისტემ  მათ  საბოლოო  სამხილებლად  სუდარა  დაუტოვა  და  ამით  კიდევ  უთხრა  მათ  რომ  მკვდრეთით  ამღდგარი  ღმერთ -კაცი  ვარ;  რადგან  იუდეველებს  ქრისტე  ცოდვილ,  ეშმაკეულ,  ადამიანად  მიაჩნდათ.  შეგნებულად  სცოდავდნენ.  ისმენდნენ ღვთის  სიტყვას,  მაგრამ საქმით არ აღასრულებდნენ და საბოოლოდ ღვთის  უარყოფამდნენ  მივიდნენ.                                                          
რომელმან  უარყოს  ძე  ღვთისა  ესე  არს  ანტიქრისტე. (იოანე. 1. 22.)
რა  არის   სიკეთე  და  ბოროტება?

- სიკეთე  ღმერთთან  ყოფნაა,  ხოლო  ბოროტება  მის  გარეშე  არსებობა.
რით  განსხვავდება  მორწმუნე  ურწმუნოსაგან?
-  საუბრით,  ჩაცმულობით,  მზერით,  სიარულით
    მორწმუნეა,  განათლებულია,   თავმდაბალია,  სიყვარულისა  და  სიკეთის  მატარებელია,  თუ  ურწმუნოა,  გაუნათლებელია,  ამპარტავანია, სიძულვილისა  და  ბოროტების  მატარებელია.
    ვინ  აღიარებს  უფალს?
-  ის  ვინც  შეიცნო  ჭეშმარიტი  ღმერთი  და  მისი  ნების  ამღსრულებელია.
ყველას   ვინც  მაღიარებს  კაცთა  წიაშე,  მეც   ვაღიარებ   ჩემი  ზეციერი  მამის  წინაშე,   ხოლო  ვინც  უარმყოფს  კაცთა  წინაშე,  მეც  უარვყოფ  ჩემი  ზეციერი  მამის  წინაშე.  (მათე. 10თ. 32-33მ-ბი.)
    პირველად  პეტრე  მციქულმა  აღიარა - შენ  ხარ  ქრისტე  ძე  ღმრთისაი. (მათე. 16თ.16მ)
ეშმაკნიც  გაღიარებენ  და  ძრწიან  შენგან:  - ,,შენ  ხარ  ქრისტე ძე  ღმრთისაი.’’ (ლუკა. 4თ.41მ)
    უფალი  მიმართავს  მართას:  მე  ვარ  აღდგომა  და  სიცოცხლე,  ვისაც  მე  ვწამვარ,  კიდეც  რომ  მოკვდეს,  იცოცხლებს.  მართამ  მიუგო:  - ,, მრწამს  უფალო,  რამეთუ  შენ  ხარ  ქრისტე  ძე  ღმრთისაი,  მომავალი  სოფლად.  (იოვანე. 11თ .27მ.)
მკვდრეთით  აღდგომაზე.
ლაზარეს  მკვდრეთით  აღდგენა  წინასახეა  უფლის  მკვდრეთით  აღდგომისა.  
მკვდრეთით  ამღდგარი  უფალი  საჭმელად  ღებულობს  თევზსა  და  თაფლს, რათა გაგვიქარწყლოს ეჭვი იმისა, რომ სულიერად კი არ აღდგა, არამედ ხორციელად.
იერუსალიმში  აღდგომის  ბრწყინვალე  დღესასწაულზე  ღვთაებრივი  ცეცხლის      გარდამოსვლა მიმანიშნებელია,  რომ  მკვდრეთით  ამღდგარი  უფალი  მარადის  ჩვენთან  არს.
XVIII ს-ში  ინგლისელ  ფიზიკოსს  ისააკ  ნიუტონს  დაუსვეს  შეკითხვა,  თუ  ვინ  შეძლებდა  გარდაცვლილი  ადამიანების  ძვლების  შეგროვებას  და  მისგან  ახალი  სხეულის  წარმოქმნას? 
  მეცნიერმა  პასუხი  გასცა  ექსპერიმენტით,  როდესაც  მან  რკინისა  და  მიწის  მტვერი ერთმანეთს  შეურია  და ჰკითხა  იქ  დამსწრეთა  მყოფს;  ვინ  შეძლებდა  რკინის  მტვრისგან  გამოყოფას?  მეცნიერმა  ყველას  გასაოცრად  მაგნიტი  წრეს შემოატარა,  რომელმაც  რკინის  ნაწილაკები  ხმაურით  მიიკრო  და  იქ  მყოფთ  უთხრა:  ვინც  უსულო  ქვაზე  ასეთ  ძლიერებას  ახდენს,  განა  არ  შეუძლია  უფრო  მეტი  მოიმოქმედოს  ჩვენი  სულების  მიერ,  როცა  საჭირო  გახდება  მისი   შემოსვა  ძველებური,  ოღონდ  განახლებული  სხეულით?

რა  არის  სულიერი  ბრძოლა?
-   სულიერი  ბრძოლა   უხულავია  და  ფიზიკური  ბრძოლისგან  განსხვავებით  მასზე    აღმატებულია,  რადგან  ლოცვას,  ღვთის  სიტყვას,  განუსაზღვრელი  ძალა  გააჩნია,  როდესაც  რწმენით  სიყვარულს  უკავშირდები,  შენთვის  შეუძლებელიც  კი  შესაძლებელია .   
 ჭეშმარიტი  მართლმადიდებელი-ქრისტიანი სულირი მებრძოლია,  ზეციური  მეომარია,  ზეცის  მოქალაქეა,  რომელიც  სიცოცხლის  ბოლომდე  იბრძვის,  სიკეთით-  ბოროტების    დასამარცხებლად ,  რათა  არ  დაკარგოს  სიყვარული  და  თავისუფლება -  უკვდავების გვირგვინი.
სულიერი  ბრძოლისას,  როცა მტრის  მიერ  დაიჭრები,  ფარ-ხმალი  არ  უნდა  დაყარო, არამედ  პირიქით  უნდა  წამოდგე  და   განაგრძო  ბრძოლა  ბოროტების  წინაამღდეგ.
ადამიანის  სული  და  სხეული  ღვთის  მიერ  ერთდროულად  არის  შექმნილი.  სული   ზეცისკენ  მიისწრაფვის,  ხოლო  სხეული  მიწისკენ.  სხეული  მტერიც და  მეგობარიც  არის შენი,  თუ  მას  დანაყრებ  მტერია  შენი,  თუ  მას  დააუძლურებ  მეგობარი.     - ,, არა  მხოლოდ  პურითა  ცხონდების  კაცი, არამედ  ყოვლითა  სიტყვითა,  რომელი  გამოვალს  პირისაგან  ღმრთისა.’’ (მათე. 4თ. 4მ.)
სასმელ - საჭმელი  კი არაცხოვნებს  ადამიანს,  რომელიც  მას  ფიზიკური  არსებობისთვის  ჭირდება,  არამედ  ღვთის  სიტყვა,  სიყვარულთან  ზიარება  განაცხოველებს  მის  სულს. 
თუ  სხეული  საჭიროებს  ფიზიკური  ჭუჭყისგან  განბანვას,  სულიც  საჭიროებს  სინანულის  ცრემლებით  ცოდვებისგან  გაწმენდვას. 
- მიდი   სიცოცხლის  წყაროსთან  იესო  ქრისტესთან  და  გული  მიეცი  მას,  იგი  არ  უაროფს  შენს  მსხვერპლად  შეწირულ  ცრემლებს  და  მოგიტევებს  შეცოდებებს.
    ადამიანის  სულიერი  ლტოლვა  ღვთისადმი  დაუსრულებელი პროცესია რომელიც გარდაცველების შემდეგაც გრძელდება  - დაე,  მარად  გიზგიზებდეს  უკვდავების  ცეცხლი,  ყველთა  გულებში!  
- დაე  თვალთაგან  გდიოდეს  სინანულისა  და  სიყვარულის  ცრემლები  და  ჩაიძირო  სიყვარულის  ოკეანეში.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოველთა ჩვენთაგანთა. ამინ!
   
იტყვს  რომელი  წამებს  ამას: ჰე,  მოვალ  ადრე!  ჰე,  მოვიდოდე,  უფალო  იესუ!  
                                    ( ,,გამოცხადება“  20თ.  22მ.)
 
       26.05.2012   17:33                                მიხეილ (მიშა)  მანჯავიძე


No comments:

Post a Comment