მწერლისთვის, პოეტისთვის იარაღი კალამია... ის გადმოგვცემს საზოგადოებისთვის სათქმელ სიტყვას - შემაგონებელს, მამხილებელს, მაკრიტიკებელს... და თუ უფალთან მისასვლელ გზას არ გვიჩვენებს, ფუჭია მისი კალმობა.
პოეზიის დანიშნულებაა, - აღძრას სურვილი, ადამიანმა გამოიძიოს, იპოვოს შემოქმედთა შემოქმედი. პოეზია გამომთქმელია აზრებისა გრძნობებისა, განცდებისა... ხილული და არახილული გრძნობების გადმოცემა შეუძლია.
ადამიანს პოეზიამ უნდა ჩაუნერგოს თავისუფლების წყურვილი, რათა ერი თავისუფლების გზაზე დააყენოს; გაუქრობელი ცეცხლი დაუნთოს თითოეულ ჩვენთაგანს. ერთგვარ მისიონერულ როლს ასრულებს ღმერთსა და ადამიანს შორის, უფლისგან მოვლენილია მიწაზე ერის საზრუნავად, რათა ამოძირკვოს ადამიანის სულში გამეფებული ცოდვანი, - თითქოსდა ტკბილი და ესოდენ მწარე, მომაკვდინებელი. დაანახოს ადამიანს მისი ამქვეყნად მოსვლის მიზანი და დანიშნულება. გასცეს პასუხი შეკითხვებს: თუ საიდან? რისთვის ან რა მიზეზით მოევლინა წუთისოფელს?!
სწორედ რომ პოეტის ლექსები, თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ხასიათს უნდა ატარებდეს, სადაც მან იგავურ-ალეგორიული მეტყველებით გადმოსცეს, თვით ყოველთა საწყისისა და მომნიჭებლის, ღმერთის მიერ ხილული და უხილავი სამყაროების, მისი უსაყვარლესი და უსათნოესი ადამიანის, სოტერულ-ესკატოლოგიური ცხოვრება.
პოეტის მდიდარი სულიერი სამყაროს მშვენიერება ვლინდება მის ლირიზმში, რომანტიზმში, პატრიოტიზმსა და მისტიციზმში.
პიროვნების მიზანი და იდეალი, სულიერ-ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ სწრაფვაა. ის რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ადამიანი ადგება თეოზიზაციის გზას, რომელსაც ჭეშმარიტება და სიცოცხლე ჰქვია და ყოველი ადამიანი მისკენ უნდა ილტვოდეს. ამინ!

No comments:
Post a Comment