Powered By Blogger

Friday, July 21, 2017

შტრიხკოდები, ID-ბარათები

   
        არის თუ არა ანტიქრისტეს ბეჭდი?








სამეცნიერო-ტექნიკურმა მიღწევებმა, განაპირობა შტრიხკოდის შექმნა, გამარტივებულიყო  მსოფლიოში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

შტრიხკოდი გამოიყენება პროდუქციის კოდირებისთვის, გადასახადების აღრიცხვისთვის და.შ.  შტრიხკოდს არ შეუძლია ადამიანზე დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს,თუ ადამიანს როცხვის ეშინია, ეს მის ცრურწმენაზე მიანიშნებს, თითქოსდა რიცხვს ბოროტი ძალა გააჩნა,(როგორც ტრისკაიდეკაფობია – რიცხვი 13-ის შიში – საკმაოდ გავრცელებულია დედამიწაზე. ბევრ ქვეყანაში ადამიანები ცდილობენ რიცხვ 13-ს “გაექცნენ”. მაგალითად, აშშ –ში არ არსებობს ნომერი 13 ავტობუსი,
საფრანგეთში კი 13 ნომერ სახლს ვერ ნახავთ, ზოგიერთ თვითფრინავში მე-12-ე სავარძელს პირდაპირ მე-14-ე მოჰყვება, ამერიკულ ცათამბჯენებში კი მე-12-ე სართულს მე-14-ე მოსდევს.) რომელიც უპირობოდ მოქმედებს, ყოველივე ეს კი ეწინაამღდეგება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას.
შტრიხკოდი - მორზეს ამბანზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქციის მარკირებისათვის უნივერსალური კოდია, შესაბამისი დასახელებით, მაგ. EAN-13,QR, Microsoft Tag. და ა.შ.  შტრიხკოდის შმექმნელები არიან,  ფილადელფიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტები - ბერნარდ სილვერი და ნორმან ვუდლენდი.მათი თავიანთი გამოგონება  1949წელს დააპატენტეს.                       



QR  (Quick Response Code) ბარკოდი, რომელიც იაპონელებმა გამოიგონეს 90–იან წლებში. ეს არის ლინკი, რომელიც უნიკალური სურათითაა გამოხატული. QR გვხვდება როგორც ავტომობილის სანომრე ნიშნებზე, ისე ახალი მართვის მოწმობებზე, ტექ-პასპორტზე, საკვებ პროდუქტებზე და ა.შ. ეს არის დიდი ინფორმაციის შემოკლებული ვარიანტი.

                                                                QR Barcode 



ID ბარათი წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ ელექტრონულ მოწმობას,ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის მოწმობის მონაცემები.


 როდესაც, ID - (Identification) ბარათის მფლობელი ადამიანი, იძენს კოდირებულ წიგნს, შოკოლადს... ის ამით ქრისტეს უარყოფს? -  არა. ის ხომ ღმერთს პიროვნულად არ უარყოფს. ეს ჩვენ პიროვნულ თავისუფლებაზეა დამოკიდებული. მე, თუ საკუთარი თავისუფალი ნება არ დაუმორჩილე,  ხილული თუ უხილავი მტერის ბოროტ ნებას, როგორ მძლევს?
რამდენიმე ქვეყანამ (საბერძნეთი,ინგლისი..) უარი თქვა ID ბარათების შემოღებაზე, იმ მიზეზით რომ ეს მოქალაქეების თავისუფლებას ზღუდავს.
ID ბარათს არ შეუძლია თავისუფლება წაგართვას. 

ინდუსტრული რევოლუციის დროს, ინგლისში XIX საუკუნეში ორთქმავლის (მატარებლის) გამოჩენა ზოგისთვის ეს სიახლე, მოასწავებდა ეშმაკის მანქანას, ეშინოდათ კიდევაც. დღესაც გაიგონებთ -კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელეფონი ... ეშმაკის მოგონილიაო. ეშმაკს არაფრის შექმნა არ შეუძლია, და არც ანგელოზს ისინი მსახური სულები არიან. ანგელოზები შთაგვაგონებენ სიკეთეს და ჩვენ ადამიანები ვქმნით ჭეშმარიტ  კულტურას ან  დემონთა შთაგონებით ფსევდოკულტურას.
(პიროვნების თავისუფლება)  უფალმა ყოველივე კეთილად ქმნა და ჩვენ კეთიგონივრულად გამოვიყენოთ, ის დამხმარე საშუალებები, რაც  დაეხმარება ადამიანს სულის ცხონების მიღწევაში.
კომპიუტერით, მე შემიძლია მრავალ სასიკეთო ქმედებას ჩაუყარო საფუძველი, დროის უმციერს შუალედში, მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში. სამეცნიერო, საგამანათლებლო, საქველმოქმედო,მისიონერული, სავაჭრო, პროფესიული და ა.შ. მიზნებისთვის. ყოველივეს ღვთის სადიდებლად ვიქმოდეთ!

მავანნი ექსპერიმენტებს ატარებენ კაცობრიობის დასაშინებლად. გამოიწვიონ შფოთი, არეულობა, განხეთქილება, ომები. ცრუწინასწარმეტყველის სულის შთაგონებით მოქმედებენ, სპეკულირებენ ადამიანთა შეცდენითა და დაღუპვით. ხელოვნურად დგამენ ჯოჯოხეთურ სპეკტაკლებს, თუნდაც (პირველი და მეორე მსოფლიო ომი) მრავალი ანტიქრისტეს მსახურნი ყოფილან ისტორიის კვალობაზე და ახლაც არიან.
„ანტიქრისტე“ შეიძლება ეწოდოს იმ წარმართ მეფეებსა და იმპერატორებს, რომლებიც დევნიდნენ და კლავდნენ ქრისტიანებს, ხელს უშლიდნენ მათ სახარების ქადაგებაში, ასევე იმ ერესთა შემოქმედებს და მიმდევრებს, რომლებიც ცდილობდნენ, ქრისტეს მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტი მოძღვრების შერყვნას მათ მიერ შეთხზული მოძღვრებების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ეს მოძრაობა დღემდე მიმდინარეობს
(ანტიქრისტეს ბეჭდის უხალავად მიმღები ხდება ყველა ვინც გონებით- ღვთისგმობელია  და  ხელით - მის ჯვარს განაგდებს, და იქმნს ყოველგვარ უკეთურებას.
წმ. ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის სიტყვით, ანტიქრისტეს მოსვლა ღვთის დაშვებით მოხდება არა იმიტომ, რომ ღმერთი უსურვებს ბოროტებას ადამიანებს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები თავად მიიყვანენ საკუთარ თავს აქამდე.
წმ. ნილოს მირომდინარეს სიტყვებით ანტიქრისტე ჯერ არ მოსულა ხილულად, მაგრამ უხილავად უკვე არის სამყაროში.  წმ. იოანე ოქროპირი წერდა: „ისე, როგორც მსოფლიო წარღვნის წინ კაცობრიობა ჩაიძირა თავის ცოდვებში, ასევე ისტორიის დასასრულს ადამიანები ჯერ განიმსჭვალებიან ანტიქრისტეს სულით, ხოლო შემდეგ კი მიიღებენ მის ბეჭედს. იგი იშვება მაშინ, როცა განიძარცვება დედამიწა სულიწმიდის მადლისაგან და სათნოებათაგან . .  .დაიკარგება სიყვარული, კეთილგონიერება, ერთსულოვნება. „გახმება სიყვარული მრავალთაი“ (მათე 24: 12)
მატერიალური სიდუხჭირის ზეგავლენით მსოფლიო ხალხები მიატოვებენ ღვთის სიტყვას, სულის გადარჩენაზე ზრუნვას. წმ. ნილოს მირონმდინარის სიტყვებით „ვერცხლისმოყვარეობა ანტიქრისტეს წინამორბედია. როგორც (იოანე) წინამორბედი ქადაგებდა ნათლობას ჭეშმარიტებით და ამით ადამიანებს ხსნის გზაზე მოაქცევდა, ასევე მიწიერ კეთილდღეობაზე გამალებული ზრუნვით ანტიქრისტეს ცრუ წინასწარმეტყველი დაუბნელებს ადამიანის სულიერ ხედვას და სმენას,, რათა თავისი მხსნელის მიმართ უგრძნობი და საკუთარი სულის ცხონებისადმი გულგრილი გახადოს. ადამიანებს აღარც სურვილი ექნებათ საუკუნო ცხოვრებისა და აღარც შიში საუკუნო სატანჯველისა. როდესაც ადამიანებში მომხვეჭელობა გაბატობდება, ისინი ღვთის შიშს დაკარგავენ.
ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებას, წინ უსწრებს მისი გამეფება! ღირსი მამის ლავრენტი ჩერნიგოველის  სიტყვით, მსოფლიო ომით დაღლილი კაცობრიობა გადაწყვეტს, აირჩიოს ერთი, რომ მან მართოს მთელი მსოფლიო. გამოცხადდება საყოველთაო არჩევნები, რომელზეც აირჩევენ ანტიქრისტეს. ამ დროს ხმის მიცემა არ შეიძლება.  შემდეგ ძველი აღთქმის მკვდრეთით ამღდგარი, ორი წმინდანის - ელიას და ენუქის წინასწარმეტყველება, რომლებიც ანტიქრისტეს სიცრუეში ამხელენ და ადამიანებს უქადაგებენ არ მიიღონ ანტიქრისტეს ბეჭედი და ყოველთვის გამოისახონ პირჯვარი.
ანტიქრისტემ, უნდა შექმნას მისი ხატი, რომელიც იმეტყველებს და ვინც არ დაემორჩილება და თაყვანს ცემს მის ხატებას მოკლულ იქნებიან.
როცა ანტიქრისტე გამეფდება, მაშინ აიძულებს მიიღონ მისი ბეჭედი(ხილული სახით და არ ვუწყით ჩვენდა სასიკეთოდ, როგორი იქნება ის, რადგან 666-ით, მისი არსებითი სახელი დაშიფრულია - რიცხვითი სახელით)
 ასე, რომ  ქვეყნიერების აღსასრულის მოვლენებს ხელოვნურად აჩქარებენ.
შრტიხკოდი 666 სულაც არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი.
ებრეალებისთვის ეს რიცხვი შესაძლოა ასოცირდებოდეს, როგორც მიწიერი კეთილდრეობისა და ბიზნესში წარმატების სიმბოლოდ, სწორედ ამიტომ ფართო გამოყენება ჰპოვა ამ რიცხვმა 666 მსოფლიოში. ანტიქრისტეს  ბეჭედი ვინმეს ძალადობთ რომ დაასვან, რომელსაც მტკიცედ სწამს ქრისტესი, ვერ განაშორებს მის სიყვარულს. წმ პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენოთ: „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. (რომ. 8:35-39) 
საზოგადოების უმრავლესობას არსაწორი შეხედულება აქვს ესქატოლოგიასთან, აპოკალიპტური შიშით არიან შეპყრობილნი. უფალმა ჩვენდა სასიკეთოდ განგვიცხადა  მომავალი ცხოვრება, რათა ვიფხიზლოთ, ვიზრუნოთ საკუთარ სულებზე, გავძლიერდეთ მისდამი რწმენაში, სიყვარულში, რომ გმირულად დავძლიოთ მოსალოდნელი
განსაცდელები და ვცხონდეთ. ჩვენ ადამიანებმა ყურადრება უნდა მივაპყროთ სულიერი ცხოვრების უმთავრეს მომენტს - ღვთისა და ადამიანის სიყვარულს.
 ,,სრულმა სიყვრულმა განდევნოს შიში ამასოფლისაი!"

No comments:

Post a Comment