Powered By Blogger

Tuesday, September 24, 2024

ქრისტოცენტრულობისაკენ!









მთავრობა ან ერი, თუ დაკარგავს სულიერ თავისუფლებას, შეიქმნებიან ცოდვის მონანი, კერპთაყვანისმცემლები, დაკარგავენ ფიზიკურ თავისუფლებას და მტრის ტყვეობაში აღმოჩნდებიან. (დამარცხდებიან). ერის მშვიდობა და კეთილდღეობა კი ღვთისადმი რწმენაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. ცოდვათა სინანული, მთავრობას, ერს ანიჭებს პირად, თუ საერთო ხილულ და უხილავ მტერზე გამარჯვებას. მართლის ლოცვას შეისმენს უფალი და არა ცოდვილისას. ყოველი ომი ყოვლადკეთილი, სამართლიანი და დაუმარცხებელი ღმერთის წინაამღდეგ არის მიმართული უხილავი მტრის შთაგონებით წარმართული, რომელიც ჩანასახშივე დამარცხებულია, რომლის გამოვლინებას კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მრავლად შევხვდებით. 
ჩვენ გვსურს მშვიდობა და კეთილდღეობა, როცა ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი?(დემოგრაფიული ომი) ძმათამკვლელი ომი... რომელსაც სძულდეს ძმაი თვისი ძმისმკვლელ არს! "არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის!” ამბობს უფალი. (ესაია თავი 48. 22.)
ჩვენ ყველანი ერთმანეთის წინაშე ვალში ვართ და გვმართებს თავგანწირული სიყვარული.
და რა არის ომის უმთავრესი მიზეზი? ,,გამრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთაი''(მათ. 10. 24) კაცობრიობაში ცოდვის გამრავლებით განელდება ურთიერთსიყვარული. სულიერი ბრძოლის ხაზი კი გულზე გადის და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მოვიპოვოთ ქრისტესმიერი მშვიდობა.
სანამ ჭეშმარიტად არ გავაშინაარსებთ ქრისტიანული ცხოვრების არსს, თავს არ დავაღწევთ ფანატიზმს, ეგოცენტრიზმს, არ გვექნება სინანული და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ვერ გავალთ სამშვიდობო ფონს.

როცა უფალი გვიცხადებს დიდი ბაბილონის დამხობაზე; მოგვიწოდებს: - რათა არ ვეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოვიწყლათ მისი წყლულებით.გამოცხადება(18;4)  სიმდიდრით  და ფუფუნებით გარყვნილი ადამიანები, ყოველი უსამართლობის მოქმედნი, რომელთაც ერთ დროს ეწვევათ განსაცდელი - წყლულებანი, სიკვდილი გლოვა და შიმშილი -დაიწვას ცეცხლით. "უფალი ღმერთი ჩვენი ცეცხლ გამნეველ არს". (წმ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლე 12;29) აქ ცეცხლს ორაზროვანი მნიშვნელობა აქვს ცოდვილთათვის განმწმედელი, განმანათლებელი ასევე დამსჯელი მოუნანიებლობის შემთხვევაში. წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. ქრისტე იმისთვის კი არ მოვიდა რომ სოფელი დასაჯოს არამედ აცხონოს; რადგან ადამიანი თავისუფალი არსებაა, მისი სულის ცხონების და არცხონების საიდუმლო მის ხელშია. ესაა ცოდვათა სინანული ან მოუნანიებლობა. უფალი იძულებით არ გაცხონებს, ეს თავად უნდა გსურდეს, რომელსაც წინ რწმენა და კეთილი საქმეები უნდა უძღოდეს. მარავალი სიტყვით აღიარებს უფალს, მაგრამ საქმით ღვთის მცნებების საწინაამღდეგოდ მოქმედებენ. გარედან ბრინჯაოთი არიან შემოსილი (რწმენით ბრწყინავენ), შიგნით კი თიხით (სჯულის დამრღვევნი).  მაცხოვარი გვასწავლის: „არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე, უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი“.
ვის უყვარს უფალი და ვის არა? თავად ქრისტე  გვეუბნება: ვისაც მე უყვარვარ ის იცავს ჩემს მცნებებს, ვისაც მე არ უყვარვარ ის არ იცავს ჩემს მცნებებს. 

სხვაა გებრალეოდეს და თანაუგრძნობდე ცოდვილ ადამიანს, ლოცულობდე ყველასთვის და სხვაა თანაგრძნობა ცოდვისადმი, სიყვარული მისდამი.ცოდვაი მოვიძილე და მოვიძაგე ხოლო რჯული შენი შევიყვარე.(ფსალ.118;163) აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს.(წმ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ 13;10)   და ვინ არის ცოდვის მთესველი? და რა არის ცოდვის საგზალი? 
ცოდვის მთესველი ეშმაკია, საგზალი კი - სიკვდილი.  
რას ნიშნავს მტრის სიყვარული? - არ განიკიხო და შური არ იძიო. საკუთარი ავთენტური ქრისტიანული ცხოვრების წესით მტერი მოყვარედ აქციო. არ შიძლება ცოდვას ამართლებდე, ის ხომ ადამიანის არაბუნებრივი მდგომარეობაა. იმდენადაა ხიბლი, ფანატიზმი, ეგოცენტრიზმი, ნარციზმი, ცრუიდეოლოგია, ფარისევლობა, ფსევდოკულტურით, თვითრჯულობით და რჯულშემწყნარებლობით დასნეულებული უმრავლესობა, რომ შავზე ამბობენ თეთრიაო. ჭეშმარიტებაზე ამბობენ - სიცრუეაო.

ამონარიდი უილიამ შექსპირის 66-ე სონეტიდან: 

რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
-----------------------------------------
ზაზა ნანობაშვილის ლექსიდან - ძლევავ საკვირველო, დავით!

ირგვლივ სიბრმავეა, ავს სურს გადაგვჩეხოს ხრამით,
ბევრმაც საჭირველი, შენი ვიწრო გზანი ვცანით,
დროა, მღვიძარე გვყო, დაჰკარ განგაშისა ზარნი,
ცრუთა სამხილებლად წარსდგნენ შესაწირნი კრავნი.

-------------------------------------------------------------------------
ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:
რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.  (პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 8, 36-37)


 

Friday, February 25, 2022

ბრძოლა თავისუფლებისათვის!

 



უმჯობესია ომი,  ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთისგან განგვაშორებს!

                                                                                                    წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი


ომის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ომის გამომწვევი მიზეზების. მიზეზს კი თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავში უნდა ვეძიებდეთ.  გავიხსენოთ:  ისრაელიანელები, როგორც კი დაშორდებოდნენ ღმერთს, მაშინვე  მთელ  ერს  მოევლინებოდა განსაცდელი- უცხოტომელთა თავდასხმები, მათ ტყვეობაში ყოფნა;  რადგან მათი ხსნის მიზანი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა,  ნაცვლდებოდა  კერპთაყვანისმცემლობით.

მიწიერი კეთილდღეობა და მშვიდობა არ არის გარანტი  ერის გადარჩენისა, არამედ ურთიერთსიყვარული - უანგარო, თავგანწირული.

სადღაც ომია, სადღაც ქორწილია,

სადღაც კი მიცვალებულს ცრემლით დასტირიან;

წუთისოფელში ხანმოკლეა ბედნიერება,

უსიყვარულოდ - სიკვდილია, დიდი ვაება!

------------------------------------------------------------------------------------------------

"გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა; აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ" (ლუკ. 6,27-28).

 "ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ" (მათ. 26,52)

„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“.

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

და ე,  ქრისტეს მშვიდობა იყოს ჩვენს გულებში!


Thursday, March 19, 2020

რასაც დავთესავთ, - იმას მოვიმკით!

კაცობრიობას ჩადენილი ცოდვები ბუმერანგივით უბრუნდება.
„და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა"  (მათ. 24, 12). უღმერთო ცხოვრება საზოგადოების უმრავლესობაში გამოიწვევს სიყვარულის განელებას, მასთან დაშორებას. თუ ადა­მი­ანს სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა არ ექ­ნე­ბა, ყვე­ლა ცოდ­ვა შე­სა­ბა­მის სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რებს, მაგ­რამ ცოდ­ვა­თა გამო, ღვთის­გან კა­ცობ­რი­ო­ბის ან თუნ­დაც, გარ­კვე­უ­ლი ად­გი­ლე­ბის, ცალ­კე­უ­ლი ხალ­ხე­ბის მას­შტა­ბუ­რად, ერ­თი­ა­ნად დას­ჯის შემ­თხვე­ვე­ბი რამ­დე­ნი­მე­ჯერ მოხ­და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში...
 ჩვენ ვიცით თუ რა იყო წარღვნის მიზეზი, სოდომისა და გომორის სასჯელი, ეგვიპტელთა 10 სასჯელი მოსეს დროს  და სხვა.. კაცთა საყოველთაო უზნეობამ და გადაგვარებამ განაპირობა სტიქიური ძალების შეძვრაც.
თუნდაც გავიხსენოთ: მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მიწა განიპო, მზე დაბნელდა, დედამიწა შეზანზარდა. ამგვარად შეიძრა ხილული სამყარო, ის ადგილი, სადაც ადამიანები ეშმაკს დაემსგავსნენ და განკაცებული უფალი აცვეს ჯვარს...  ნუ გავაგრძელებთ ჩვენივე მოუნანიებელი ცოდვებით ერთმანეთის ჯვარცმას, არამედ როგორც წმ. დავით მეფსალმუნე იტყვის: მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვქმნათ კეთილი, მოვიძიოთ მშვიდობა და მივსდევდეთ მას...
შევინანოთ და ვადიდოთ ქრისტე ღმერთი, რომლის გარეშე ჩვენი ხსნა არ არსებობს!


















სინანულის შემთხვევაში უფალი მიგვიღებს, როგორც ,,უძღებ შვილს", ჩაგვიკრავს გულში და განკურნავს ჩვენი გულის უკურნებელ წყლულებანს.
ადამიანი  უპირველესად  სულიერ  ვირუსს  უნდა  ებრძოდეს  და  არა  ბიოლოგიურ  ვირუსს. მიუახლოვდეთ უფალს და მოგვიახლოვდება ჩვენ. რამეთუ –,, სრულმა სიყვარულმა განდევნოს შიში ამასოფლისაი".

Wednesday, July 10, 2019

გიცქერ - მიღიმი




  

გიცქერ - მიღიმი...სევდას ვერ ვხედავ, მე შენს თვალებში,
ალებს გიწითლებს, გულში ნადები გრძნობა ფაქიზი,
გინდა თქვა: - შენზე ფიქრებმა, მე მომცა ცხოვრების საზრისი,
არისი იმისა, ვარ და ვიქნები შენთან მარადის...
დარაბის კარებს, გიღებს ნათელი და ეს ნათელი შენი სანთელი,
ანთებულიხარ წმინდა გრძნობებით, თავისუფლებას მოწყურებული;
წყალი გწყურია, შესვი გაცოცხლდი...
ვით უდაბნოში -  ნორჩი ყვავილი.
შენი სურნელი, ვარდის სურნელი,
დამათრობელი, როგორც ნექტარი
და ეს დღე ნეტარი, რასაც ენატრი, 
თვალთაგან გდის უმანკო ცრემლები 
და ეს ცრემლები სიცოცხლის მომცემი, 
ჩვენი სიკვდილის დამმარცხებელი.


        

Thursday, March 28, 2019

პოეტის კალამს




მწერლისთვის, პოეტისთვის იარაღი კალამია... ის გადმოგვცემს საზოგადოებისთვის სათქმელ სიტყვას - შემაგონებელს, მამხილებელს, მაკრიტიკებელს... და თუ უფალთან მისასვლელ გზას არ გვიჩვენებს, ფუჭია მისი კალმობა.
  პოეზიის დანიშნულებაა, - აღძრას სურვილი, ადამიანმა გამოიძიოს, იპოვოს შემოქმედთა შემოქმედი. პოეზია გამომთქმელია აზრებისა გრძნობებისა, განცდებისა... ხილული და არახილული გრძნობების გადმოცემა შეუძლია.
ადამიანს პოეზიამ უნდა ჩაუნერგოს თავისუფლების წყურვილი, რათა ერი თავისუფლების გზაზე დააყენოს; გაუქრობელი ცეცხლი დაუნთოს თითოეულ ჩვენთაგანს. ერთგვარ მისიონერულ როლს ასრულებს ღმერთსა და ადამიანს შორის, უფლისგან მოვლენილია მიწაზე ერის საზრუნავად, რათა ამოძირკვოს ადამიანის სულში გამეფებული ცოდვანი, - თითქოსდა ტკბილი და ესოდენ მწარე, მომაკვდინებელი. დაანახოს ადამიანს მისი ამქვეყნად მოსვლის მიზანი და დანიშნულება.  გასცეს პასუხი შეკითხვებს: თუ საიდან? რისთვის ან რა მიზეზით მოევლინა წუთისოფელს?!
  სწორედ რომ პოეტის ლექსები, თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ხასიათს უნდა ატარებდეს,  სადაც მან  იგავურ-ალეგორიული მეტყველებით გადმოსცეს, თვით ყოველთა საწყისისა და მომნიჭებლის, ღმერთის მიერ ხილული და უხილავი სამყაროების,  მისი უსაყვარლესი და უსათნოესი ადამიანის, სოტერულ-ესკატოლოგიური ცხოვრება.
   პოეტის მდიდარი სულიერი სამყაროს მშვენიერება ვლინდება მის ლირიზმში, რომანტიზმში, პატრიოტიზმსა და მისტიციზმში.
  პიროვნების მიზანი და იდეალი, სულიერ-ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ სწრაფვაა. ის რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ადამიანი ადგება თეოზიზაციის გზას, რომელსაც ჭეშმარიტება და სიცოცხლე ჰქვია და ყოველი ადამიანი მისკენ უნდა ილტვოდეს. ამინ!

Sunday, April 15, 2018

თვითშემეცნების გასაღები


ჩემი  ცხოვრება  ქრისტეში  საიდუმლო  და  სასწაულია...








დასაბამიდან  ბრძოლაა  სიკეთესა  და  ბოროტებას  შორის,  რომელიც  ქვეყნიერების  აღსასრულამდე  გაგრძელდება.
რა  არის  საჭირო  იმისათვის,  რომ  ადამიანმა  სულის  ცხონება  შეძლოს?
რომელი  გზით  უნდა  განვლოს  მან  თავისი  ცხოვრება?
უფალი   სჯულმეცნიერს  და  თომა  მოციქულს  პასუხობს: - დაიცვავი ღვთის  მცნებები.   მე  ვარ  გზა,  ჭეშმარიტება  და  სიცოცხლე.  (იოანე 14.6)
სულიერ- ეკლესიური  ცხოვრებაა  საჭირო,  რომ  ადამიანი პიროვნებად,  ზეციურ  მეომრად  იქცეს  ანუ  გახდეს  ჭეშმარიტი - მართლმადიდებელი  ქრისტიანი.
წმინდა  გულის  მატარებელნი  ღვთის  მხილველნი  არიან. (  ნეტარ  იყვნენ  წმინდანი   გულითა,  რამეთუ  მათ  ღმერთი  იხილონ. (მათე  5.8 )  რწმენის  გარეშე  კი  სიყვარულის  ხილვა  შეუძლებელია.  ღმერთის  თვისებაა  ის  რომ  უხილავია,  ყოვლისშემძლეა,   ყოვლადბრძენია,  შეუცდომელია,   წმინდაა,  დაუსაბამოა...  ცისა  და  ქვეყნის - ხილული  და  უხილავი  სამყაროების  შემოქმედია.  
     რეალურ  სამყაროში ( დროსა  და  სივრცეში)   ცოდვა  გახდა  პირველმიზეზი  ადამიანის  სიკვდილისა,  რომელიც  გამოწვეული  იყო  ღვთის  ურჩობითა  და  ამპარტავნებით;   იმ  აკრძალული  ხილის  ხმევით,  რომელიც  ჩვენმა  დაუძინებელმა  ვერაგმა  მტერმა - ეშმაკმა  აცდუნა  ჩვენი  პირველმშობლები - ადამი  და  ევა.  დაშორდნენ  რა  სიყვარულს  და  თავისუფლებას,  უკვდავებას  და  ქალწულებას,  პირველგამოცდის  წარუმატებლობით,  მარხვის  დარღვევით,  შეგნებულად  შეცოდებით,  რომელიც  შთამომავლობით  მიზეზი  გახდა  ადამიანის  სულიერი  და  ფიზიკური  დაავადების,  შერცხვენის,  გაშიშვლების,  თვითდასჯისა  და  ცხოვრების   ტყუილში  გატარებისა.  მაგრამ  ღმერთმა  არ  გასწირა  მისი  უსაყვარლესი  და  უსათნოესი  ქმნილება - ადამიანი,  რომელმაც  მხოლოდშობილი  ძე  იესო  ქრისტე  მოუვლინა  კაცობრიობას,   რომელმაც  იტვირთა  ადამიანთა  ცოდვები,  საკუთარი  ჯვარცმით  გაგვანთავისუფლა  ეშმაკის  მონობის  ბორკილებისაგან   და  სამოთხის  კარი  გაგვიღო  ყველას, ვისაც  სულის  ცხონება  სურს.
    დაუბადებელი  დაიბადა,  უსხეულო  განსხეულდა,  უხილავი  ხილულ  შეიქმნა - ადამიანთა  ხსნისათვის  განკაცდა,  როგორც  სრული  ღმერთი  და  ადამიანი,  მოძღვარი  და  წინასწარმეტყველი,  რომელიც  იშვა  ზეცაში  მამისაგან  დედის  გარეშე  და  მიწაზე  დედისაგან  მამის  გარეშე.
    ქრისტეს  ნაკვალევით  სვლა   მშვენიერია,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ეს  გზა  ვიწრო  და  ეკლიანია. 
- ,, ნუ  გეშინია,  მე  შენთანავარ! ’’    ეს  სიტყვები  ხომ  უტკბილესია,  რომელიც  მის  მხმობელთა  მანუგეშებელია.
 ჭეშმარიტი  მართლმადიდებელი - ქრისტიანი   ზეციური  მეომარია,  ზეცის  მოქალაქეა,   სულიერი  მებრძოლია,  რომელიც  სიცოცხლის  ბოლომდე  უხილავად  იბრძვის  ბოროტების  დასამარცხებლად,  რათა  არ  დაკარგოს  სიყვარული  და  თავისუფლება  - უკვდავების  გვირგვინი. სიყვარულისთვის  მსხვერპლი  უნდა  გაიღო,  რომ  ღმერთს   სათნო  ეყო  და  მადლი  მიიღო.
    - ვინ  განმაშორნეს  ჩვენ  სიყვარულსა მას  ქრისტესა: ჭირმა  ანუ  იწროებამან,  დევნამან  ანუ  სიყმილმან,  შიმშილობამან  ანუ  ურვამან  ანუ  მახვილმან?  ვითარცა  წერილ  არს:  რამეთუ  შენთვის  მოვსწყდებით  ჩვენ  მარადღე  და  შევირაცხენით  ჩვენ,  ვითარცა  ცხოვარნი  კვლადნი!  (6კ. 43ფ.  23მ.) ( წმ. პავლე  მოციქულის  ეპისტოლე  რომაელთა  მიმართ(8თ. 35-36მ-ბი.)
    რა  არის  საჭირო  იმისათვის  რომ  ბოროტებამ  ვერ  დაგამარცხოს?
- ღვთის  მცნებების  დაცვა,  რომელიც  ღვთისა  და  მოყვასის  სიყვარულს  ქადაგებს.
,,1.შეიყვარო  უფალი  ღმერთი,  ყოვლითა  გულითა  შენითა,  ყოვლითა  სულითა  შენითა  და  ყოვლითა  გონებითა  შენითა’’.  2. ,,შეიყვარო  მოყვასი  შენი,  ვითარცა  თავი  თვისი.’’  ( მათე. 22თ. 37-39მ-ბი.)
ადამიანის გულში უნდა სუფევდეს ,,სათნოებების თაიგული" -  ღვთისადმი  მორჩილება,  თავმდაბლობა,  რწმენა,  სასოება,  ლოცვა,  მარხვა,  აღსარება,  ზიარება,  სიბრძნე,  სიყვარული,  სიკეთე,  მიმტევებლობა, სულგრძელობა, მზრუნველობა და სიმშვიდე ...   ლოცვით,  უფლის  სახელის  მოხმობით,  პირჯვრის  გამოსახვით,  თავმდაბლობით,  ზიარებით;  უგუნურ  ეშმაკს  შენი  ეშინია,  რადგან  ღვთის  ხატებასა  და   მსგავსებას  ხედავს,  მას  ღვთის  სიტყვით  ამარცხებ, რომელიც  არის  ორლესული  უხილავი  მახვილი,  როდესაც  მის მიერ  შემოთავაზებლ  ცოდვაზე  უარით  პასუხობ.
    -  მაშ  დაემორჩილენით  ღმერთსა  და  წინ  აღუდექით  ეშმაკსა  და  ილტვოდის  თვენგან!  (იაკობ  მოციქულის ეპისტოლე 4თ.7მ)
- ნუ  იძელვი  ბოროტისაგან,  არამედ  სძლიე  სიკეთითა  მით  ბოროტსა  მას! ( წმ. პავლე  მოციქულის  ეპისტოლე  რომაელთა  მიმართ(12თ. 21მ.)
- ცოდვაი  მოვიძულე  და  მოვიძაგე,  ხოლო  სჯული  შენი  შევიყვარე.  (წმ.  დავით  მეფსალმუნე.  (17კ.  118ფ.  163მ.)
- ასპიტსა  და  ვასილისკოსსა  ზედა  ხვიდოდი  და  დასთრგუნო  შენ  ლომი  და  ვეშაპი.(12კ. 90ფ. 13მ.)
- ყოველთა,  რომელთა  აღიღონ  მახვილი,  მახვილთა  წარწყმდნენ. (მათე. 26თ 52მ.)
-ნუ განიკითხავ, რათა არ განიკითხეთ, ნუს დასჯით რათა არ დაისაჯნეთ, მიუტევეთ და მოგეტევებათ. (ლუკა 6თ. 37მ.)
    ფიზიკური,  ხილული  მახვილით,  შურისძიებით  და  განკითხვით,   როდესაც  ადამიანი  სიტყვიერ  და  ფიზიკურ  შეურაცხოფამდე  მიჰყავს  ეშმაკს, თუ დროულად არ შეინანებს, მკვლელობას  ან  თვითმკვლელობას  ადენინებს.
ასე  რომ  ბოროტების  ბოროტებით  დამარცხება  შეუძლებელია,  პირიქით  უფრო განაძლიერებს  მტრობა - სიძულვილს.  მისი  დამარცხება  მხილოდ  სიკეთით,   ფსიქო-მორალურად ( სულიერ-ზნეობრივად ) არის  შესაძლებელი.   კაცთმოყვარე  უნდა  იყო  და  არა  სჯულთშემწყნარებელი.   ადამიანი  უნდა  გიყვარდეს,  ხოლო  მასში  არსებული  ცოდვა,  ეშმაკი  უნდა  გძულდეს.  ყოველი  ცრუ  რელიგია  და  სექტა, ეშმაკის შთაგონებით შექმნა,  ბიბლიაში  ღვთის სიტყვა  შეცვალეს,  როდესაც  ღვთის  სიტყვა  უცვლელია, უფალი ამბობს: - ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. (მათე 24თ 35მ.) 
ბიბლია განმარტებულია  მარლთლმორწმუნე  საეკლესიო- სასულიერო  პირთა,  თეოლოგ- ღვთიმეტყველთა,  წმინდათა  ცხოვრების  მიერ,  რომლებიც  მოწამენი  არიან  ჭეშმარიტი  ღმერთის  არსებობისა.
ვინ  არის  ქრისტიანი  და  ანტიქრისტიანი?
ქრისტიანია  ის  ადამიანი,  რომელიც  არ  ივიწყებს,  აღიარებს  და  სწამს,  რომ ქრისტე  არის  ძე  ღვთისა.   ანტიქრისტიანია  ის, რომელიც  ივიწყებს,  არ  აღიარებს  და  არ  სწამს,  რომ  ქრისტე  არის  ძე  ღვთისა.
ესრეთ იყვნენ  წინანი უკუანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი  რჩეულ.    (მათე. 20თ. 16მ.)

მოციქულად  წოდებული იუდა, რომელიც  უფლის ძალით სასწაულებსაც იქმოდა... ვერცხლის მოყვარეობის ცოდვის მოუნანიებლობამ, უფლის მიერ მრავალგზის მხილებულმა ის  ღვთის  გაცემამდე  მიიყვანა  და  სიცოცხლე  სასოწარკვეთილმა  თვითმკვლელობით  დაასრულა.
უკანასკნელი  იყო  ჯადოქარი  კვიპრიანე  კართაგინელი,  მაგრამ  ცოდვათა  სინანულმა  სულიერი  შობა  და  სიყვარულთან  ზიარება  მოუტანა;  კართაგენის  ეპისკოპოსი,  მღვდელ-მოწამე   გახდა  ქრისტესთვის.
ადამიანს  ამქვეყნად  დრო  ცოდვათა  სინანულისთვის  მიეცა,  რომ  სიკეთის  ქმნაში  გალიოს   წუთისოფლის  დღენი.  
რაში  მდგომარეობს  ცოდვათა  სინანული?
-  ცოდვათა  სინანული  მდგომარეობს  საკუთარი  ცხოვრების  გამოსწორებაში.  თუ  ადამიანი  იყო  ეშმაკეული,  ბოროტი,  გახდეს - ღვთისნიერი,  კეთილი.  ასე  რომ  თვითგადარჩენის  იარაღია  ცოდვათა  სინანული,  ხოლო  თვითგანადგურების  იარაღია  ცოდვათა  მოუნანიებლობა.  არ  აქვს  მნიშვნელობა  ერში  ცხოვრობ  თუ  ბერში,  სულის  ცხონება  და  წარწყმედა  ყველგანაა  შესაძლებელი;   ეს  კი  პიროვნების თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.
განსაცდელი   შენი  ცოდვების  შედეგია ან  გამოცდაა,  რომელიც  ფსიქო-სომატურად (სულიერად  ან  ფიზიკურად)  აავადებს  ადამიანს.  უნდა  დაფიქრდე  საკუთერ  სულზე  და  შეიცნო  შენი  სისუსტე და უძლურება,  ცოდვილიანობა,  არ  უნდა  მოჰყვე  ღვთისადმი  უკმაყოფილების  გამოთქმას,  უმადურობას,  არ  მიეცე  სასოწარკვეთილებას  და  არ  განაგრძო  ფართო,  ჭაობიანი,  სიცრუის  გზით  სვლა,  არამედ  პირიქით  ვიწრო,  ეკლიანი,  ჭეშმარიტი გზით,  ადიდე  ღვთის  წყალობა,  რომელმაც  შენზე  მადლი  მოიღო.  გიხაროდეს,  რომელსაც  შენი  მოქცევა  სურს,  რომ  სულიერ-ზნეობრივად  აგამაღლოს,  ცოდნა  და  გამოცდილება  შეგძინოს,  ცოდვები  მოგიტევის,  სულიერად  და  ფიზიკურად  განკურნოს,  ხილული  და  უხილავი  მტრისგან  დაგიფაროს,  საუკუნო  საგზალი  შეგძინოს,  სულის  ცხონება  შეძლო  და  ღმერთთან  ერთად  დაემკვიდრო,  სადაც  მართალნი  ერთობით  განვადიდებთ  მის  სახელს,  რომელიც  უმაღლესი  მშვენიერება  და უსაზღვრო  სრულყოფილებაა,  უკუნითი  უკუნისამდე.   ამინ!
    ქრისტიანული  ზნეობა  სიყვარულზე  და  მიტევებაზე  დაფუძნებული  სწავლებაა.
როგორ  შეიძლება  მიაღწიოს  ადამიანმა  განმღრთობას?
- ღმერთთან  ლოცვით,  პიროვნული  ურთიერთობით,  მისდამი  მიბაძვით, ურთიერთსიყვარულით,  თავმდაბლობით, მადლმოსილებით...
ვინ  არის  პიროვნება?
- პიროვნება  ქრისტიანული  თვითშემეცნების,  ზნეობის,  ცნობიერების,  მრწამსის,   კულტურის,  იდეოლოგიის  და  მსოფლმხედველობის  მატარებელი  ადამიანია.
რა  არის  ქრისტიანული  თვითშემეცნება?
- ქრისტიანული  თვითშემეცნებაა  თუ  საიდან  მოდის  ადამიანი?  რისთვის  არსებობს  და  საით  მიდის?   ის რომ  ღვთის  ხატად  და  მსგავსად  არის  შექმნილი;  არარსებობიდან  არსებობაში  არის  მოსული,  რომელსაც  შემოქმედმა  ღმერთმა  სიცოცხლე,  სიყვარული,  გონიერება  და  თავისუფლება  მიანიჭა.  სიყვარულისთვის  რომ  იარსებოს -  უყვარდეს  ღმერთი  და  ადამიანი.  თუ  საით  წავა  ადამიანი,  სამოთხისკენ  თუ  ჯოჯოხეთისკენ,  ეს  პირადად  მასზეა  დამოკიდებული,  რადგან  მის  თავისუფლებაში  ღმერთი  არ  ერევა. ძალადობით უფალი ვერავის აცხოვნებს, თავად უნდა მოისურვოს ადამიანმა უფალთან მყოფობა - დარჩეს მის სიყვარულში.
  რწმენის,  წმინდა  გულის  გარეშე  კი  სიყვარულის  ხილვა  შეუძლებელია.
წმ.  იოვანე  ღვთისმეტყველი  ამბობს:  ,,ღმერთი  სიყვარული  არს.’’ (4თ. 8მ.)
    სიყვარული  ღვთაებრივი,  ჭეშმარიტი,  წმინდა,  უკვდავი,  მშვენიერი  გრძნობაა...
სიყვარული  თავმდაბალია,  კეთილია,  მზრუნველია,  მიმტევებელია,  სულგრძელია,  მშვიდია...   სიყვარულთან  არ  არის  ძალადობა,  შიში, სიცრუე   და  ანგარება .  სიკეთესა  და  ბოროტებას  შორის  ზღვარი  უფსკრულია.  სიკეთეს  უნდა  დაემორჩილო  და  არა  ბოროტებას.
    ჭეშმარიტი  სიყვარული  - სულიერია,  უვნებოა,  წმინდაა,  ხოლო  არაჭეშმარიტი  სიყვარული - ხორციელი,  ვნებიანი  და  უწმიდურია.
სიყვარული  აკეთილშობილებს  ადამიანს,  სულიერ - ზნეობრივად  აღამაღლებს,  სიკვდილს  გადაარჩენს.  თუ  ადამიანს  სიყვარული  არ  გააჩნია  ის  ცოცხალ-მკვდარია. სად  უნდა  ეძებდეს  ადამიანი  სიყვარულს,  როცა  ის  ასე  ახლოსაა  შენს  გულში,  რომელიც  სიყვარულის  სავანეა.
რისი   უნდა  სწამდეს  ადამიანს,  რომ  ის   იყოს  მონოთეისტი,  თეისტი,  დიოფიზიტი,  მონოგამისტი?
- ჭეშმარიტი  ღმერთის არსებობის,  სულის  უკვდავების,  მკვდრეთით  აღდგომის  და  მომავალი  საუკუნო  ცხოვრების.
როგორ  შეიძლება,  რომ  ადამიანი  ღვთისაკენ  მოექცეს?
- ბუნებაზე  დაკვირვებით,  ღვთის  სიტყვის  ქადაგებით,  წმინდათა  ცხოვრებით,  წინასწარმეტყველებით,   განსაცდელებით,  დაავადებებით,  ქრისტიანული  სასწაულით,  მირონდენით,  გამოცხადებით,  ქორწინებით,  გარდაცვალებით  და ა.შ.
ღვთის  სიტყვის  ქადაგებით:  რწმენაზე -  ,,შეუძლებელი  კაცთაგან  შესაძლებელ  არს  ღვთისა  მიერ’’. (ლუკა. 18თ. 27მ.)
თავმდაბლობაზე  - ,,რამეთუ  ყოველმან  რომელმან  აღიმაღლოს  თავი  თვისი,  იგი დამდაბლდეს;  და  რომელმან  დაიმდაბლოს  თავი  თვისი,  იგი  ამაღლდეს’’. (ლუკა.14თ. 11მ.)  
სიყვარულზე  - ,,იყვარებოდეთ  ურთიერთას’’. (იოვანე. 15თ. 17მ.)
სიკეთეზე - ,,ნეტარ  იყვნენ  მოწყალენი,  რამეთუ  იგინი  შეიწყალნენ.’’ (მათე. 5თ. 7მ.)
თავისუფლებაზე - ,,შეიცანით  ჭეშმარიტება  და  ჭეშმარიტებამ  გაგანთავისუფლოთ  თქვენ.’’ (იოვანე. 8თ.  32მ.)
ცათასაუფეველზე - ,, კეთილისმოქმედნი  აღდგებოდიან  საუკუნო  ცხონებისათვის,  ხოლო  ბოროტის  მოქმედნი  საუკუნო  სასჯელისათვის’’. ( იოვანე.  5თ. 29მ.)  

ყველა  ადამიანი  ღებულობს  ღვთისაგან  განკურნებას?
- არა.  მხოლოდ  ისინი,  რომლებიც  ირწმუნებენ,  ცოდვებს  ინანიებენ,  თავს  იმდაბლებენ,  სიყვარულისა  და  სიკეთისადმი  მსახურება  სურთ  და არა  ისინი,   რომლებიც  ცოდვებს  არ  ინანიებენ,  არ  ირწმუნებენ,  თავს  არ  იმდაბლებენ,  ბოროტთა მსახურად რჩებიან.
წიგნის  ავტორი  არის  ადამიანი,  რომელიც  არსებობს,  მაგრამ  შენ  ვერ  ხედავ.  ანალოგიურად  დედამიწის  ავტორი  არის  ღმერთი.  ასევე  ქარსა  და  ელექტრო-მაგნიტურ  ტალღებს  ვერ  ხედავ,  მაგრამ  მათი  დანახვა  შესაძლებელია  ქმედებაში - ფოთოლთა  შრიალით,  რადიოკავშირით  ანუ  ქმედებაში ხედავ  ღვთიურ  ძალმოსილებას.   ანი  უთხრობენ   დიდებასა  ღმრთისასა და  ქმნულთა  მისთა  მიუთხრობს  სამყაროი. ( წმ. დავით  მეფსალმუნე.  3კ.18ფ. 2მ.)  
    რა  არის  სიკვდილი?
-  სიკვდილი  სულიერი  და  ფიზიკურია.  სულიერი  სიკვდილი  ღვთისაგან  განშორებაა,  ხოლო  ფიზიკური  სიკვდილი  სხეულიდან  სულის  დროებითი გაყრაა,  ესაა  გარდაცვალება,  რადგან  სული  სუბსტანციურად (არსებით  უკვდავია)  და  სიცოცხლეს  განაგრძობს  ადამიანის  წუთისოფელში  გავლილი  ცხოვრების  შესაბამისად, მაგრამ არა სრულ ნეტარებაში ან სატანჯველში, სანამ საყოველთაო აღდგომა არ დადგება.
და  გამოვიდოდიან  კეთილის-მოქმედნი  აღდგომასა  ცხოვრებისასა,  ხოლო  ბოროტისმოქმედნი  აღდგომასა  სასჯელისასა.  (იოვანე. 5თ.  29მ.)
    ქრისტემ  თვალცრემლმორეულმა  ოთხი  დღის  მკვდარი  ლაზარე  მკვდრეთით  აღადგინა,  რომელიც  უფლის  მეგობარი,  მარიამისა  და  მართას  ძმა  იყო.  ლაზარე შემდგომ   კვიპროსის  ეპისკოპოსი გახდა  და  მრავალი  ადამიანი  მოაქცია  ღვთისაკენ.
ლაზარეს  მკვდრეთით  აღდგენისას,  ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, ქრისტეს ღმერთ-კაცობრივი ბუნება. ის  ტირის,  როგორც  ადამიანი  და  მკვდრეთით  აღადგენს  ადამიანს,  როგორც  ღმერთი.
წმინდა  წერილში  მრავალ  ადგილასაა,  სადაც  ვლინდება  ქრისტეს  ღმერთ -კაცობრივი  თვისებები.
ღვთაებრივი:  -  ეშმაკეულის  განკურნება,  წყლის  ღვინოდ  ქცევა,  ბრმისათვის  თვალის  ახილვა,  ზღვაზე  გავლა,   კეთროვნის  განკურნება,  მკვდართა  აღდგინება  და  სხვა  მრავალი.
ადამიანური : - სვამს  და ჭამს,  ტირის,  იღლება,  ტკივილს,  ტანჯვა-წამებას  განიცდის.
- ქრისტე  აღსდგა!
- ჭეშმარიტად  აღსდგა!
აღსდეგინ  ღმერთი  და  განიბნინეს  ყოველი  მტერნი  მისნი  და ილტვოდენ  მოძულენი  მისნი  პირისა  მისისაგან. (წმ. დავით  მეფსალმუნე. 9კ.67ფ. 2მ.)
    ქრისტრეს  აღდგომა  ვერ  ირწმუნა  თომა  მოციქულმა,  სანამ  არ  იხილა  და  ხელით  არ შეეხო  მის  ჭრილობებს,  რომელსაც  აღმოხდა  შემდეგი  სიტყვები: -  უფალი  ჩემი  და  ღმერთი  ჩემი!
    მარიამ  მაგდანინელმა,  რომლისგანაც  მაცხოვარმა  შვდი  ეშმაკი  განდევნა  და  რომელმაც  ღვთისმშობლის  შემდეგ  პირველმა  იხილა  მკვდრეთით  ამღდგარი  უფალი.  წმინდა  მარიამი  რომში  ჩავიდა და  იმპერატორ  ტიბერიუსს  კვერცხი  გაუწოდა  და  ახარა:  ,, ქრისტე  აღსდგა’’.   იმპერატორმა  ქალს  ეჭვით  შეხედა  და  წამოიძახა:  ,, როგორ  შეეძლო   მკვდარს  ამღდგარიყო?!  ეს  ისევე  დაუჯერებელია,  როგორც  ის,  რომ   ახლა  ეს  კვერცხი  გაწითლდესო.’’  სიტყვები  ჯერ  არ  ჰქონდა  დამთავრებული,  რომ  კვერცხი  მართლაც  გაწითლდა.  ამ  დღიდან  მოყოლებული  ქრისტიანები  წითელი  კვერცხებით  ეგებებიან  აღდგომის  ბრწყინვალე  დღესასწაულს.
    საერთოდ  კვერცხი  სიცოცხლის  სიმბოლოა,  რადგან  მისგან  ცოცხალი  არსება  იბადება,  იესო  ქრისტემ  კი  სიცოცხლე  მოგვანიჭა.   წითელ  კვერცხში  სიცოცხლე  მოიაზრება,  რადგან  იესო  ქრისტემ  თავისი  სისხლით  სიცოცხლე  გაწმინდა  და  აკურთხა.
    ფარისეველ - იუდეველნი,  ვერცხლისმოყვარენი,  ცრუღემრთის  მსახურნი,  ქრისტეს  მდევნელნი  იყვნენ,  რომლებმაც  ურწმუნოება  და  უსიყვარულობა  გამოავლინეს,  როდესაც  ქრისტე  ჯვარს  აცვეს,  შეცდომილებით  არც  თავად  შედიოდნენ  სამოთხეში  და  არც  სხვებს  უშვებდნენ.  ისინი  მიწიერ  მეუფეს  ელოდნენ,  რომელიც  მათ  მატერიალურ  კეთილდღეობას  მოუტანდა  და  გარეშე  მტრებისგან  დაიცავდა.  ქრისტემ  მათ  საბოლოო  სამხილებლად  სუდარა  დაუტოვა  და  ამით  კიდევ  უთხრა  მათ  რომ  მკვდრეთით  ამღდგარი  ღმერთ -კაცი  ვარ;  რადგან  იუდეველებს  ქრისტე  ცოდვილ,  ეშმაკეულ,  ადამიანად  მიაჩნდათ.  შეგნებულად  სცოდავდნენ.  ისმენდნენ ღვთის  სიტყვას,  მაგრამ საქმით არ აღასრულებდნენ და საბოოლოდ ღვთის  უარყოფამდნენ  მივიდნენ.                                                          
რომელმან  უარყოს  ძე  ღვთისა  ესე  არს  ანტიქრისტე. (იოანე. 1. 22.)
რა  არის   სიკეთე  და  ბოროტება?

- სიკეთე  ღმერთთან  ყოფნაა,  ხოლო  ბოროტება  მის  გარეშე  არსებობა.
რით  განსხვავდება  მორწმუნე  ურწმუნოსაგან?
-  საუბრით,  ჩაცმულობით,  მზერით,  სიარულით
    მორწმუნეა,  განათლებულია,   თავმდაბალია,  სიყვარულისა  და  სიკეთის  მატარებელია,  თუ  ურწმუნოა,  გაუნათლებელია,  ამპარტავანია, სიძულვილისა  და  ბოროტების  მატარებელია.
    ვინ  აღიარებს  უფალს?
-  ის  ვინც  შეიცნო  ჭეშმარიტი  ღმერთი  და  მისი  ნების  ამღსრულებელია.
ყველას   ვინც  მაღიარებს  კაცთა  წიაშე,  მეც   ვაღიარებ   ჩემი  ზეციერი  მამის  წინაშე,   ხოლო  ვინც  უარმყოფს  კაცთა  წინაშე,  მეც  უარვყოფ  ჩემი  ზეციერი  მამის  წინაშე.  (მათე. 10თ. 32-33მ-ბი.)
    პირველად  პეტრე  მციქულმა  აღიარა - შენ  ხარ  ქრისტე  ძე  ღმრთისაი. (მათე. 16თ.16მ)
ეშმაკნიც  გაღიარებენ  და  ძრწიან  შენგან:  - ,,შენ  ხარ  ქრისტე ძე  ღმრთისაი.’’ (ლუკა. 4თ.41მ)
    უფალი  მიმართავს  მართას:  მე  ვარ  აღდგომა  და  სიცოცხლე,  ვისაც  მე  ვწამვარ,  კიდეც  რომ  მოკვდეს,  იცოცხლებს.  მართამ  მიუგო:  - ,, მრწამს  უფალო,  რამეთუ  შენ  ხარ  ქრისტე  ძე  ღმრთისაი,  მომავალი  სოფლად.  (იოვანე. 11თ .27მ.)
მკვდრეთით  აღდგომაზე.
ლაზარეს  მკვდრეთით  აღდგენა  წინასახეა  უფლის  მკვდრეთით  აღდგომისა.  
მკვდრეთით  ამღდგარი  უფალი  საჭმელად  ღებულობს  თევზსა  და  თაფლს, რათა გაგვიქარწყლოს ეჭვი იმისა, რომ სულიერად კი არ აღდგა, არამედ ხორციელად.
იერუსალიმში  აღდგომის  ბრწყინვალე  დღესასწაულზე  ღვთაებრივი  ცეცხლის      გარდამოსვლა მიმანიშნებელია,  რომ  მკვდრეთით  ამღდგარი  უფალი  მარადის  ჩვენთან  არს.
XVIII ს-ში  ინგლისელ  ფიზიკოსს  ისააკ  ნიუტონს  დაუსვეს  შეკითხვა,  თუ  ვინ  შეძლებდა  გარდაცვლილი  ადამიანების  ძვლების  შეგროვებას  და  მისგან  ახალი  სხეულის  წარმოქმნას? 
  მეცნიერმა  პასუხი  გასცა  ექსპერიმენტით,  როდესაც  მან  რკინისა  და  მიწის  მტვერი ერთმანეთს  შეურია  და ჰკითხა  იქ  დამსწრეთა  მყოფს;  ვინ  შეძლებდა  რკინის  მტვრისგან  გამოყოფას?  მეცნიერმა  ყველას  გასაოცრად  მაგნიტი  წრეს შემოატარა,  რომელმაც  რკინის  ნაწილაკები  ხმაურით  მიიკრო  და  იქ  მყოფთ  უთხრა:  ვინც  უსულო  ქვაზე  ასეთ  ძლიერებას  ახდენს,  განა  არ  შეუძლია  უფრო  მეტი  მოიმოქმედოს  ჩვენი  სულების  მიერ,  როცა  საჭირო  გახდება  მისი   შემოსვა  ძველებური,  ოღონდ  განახლებული  სხეულით?

რა  არის  სულიერი  ბრძოლა?
-   სულიერი  ბრძოლა   უხულავია  და  ფიზიკური  ბრძოლისგან  განსხვავებით  მასზე    აღმატებულია,  რადგან  ლოცვას,  ღვთის  სიტყვას,  განუსაზღვრელი  ძალა  გააჩნია,  როდესაც  რწმენით  სიყვარულს  უკავშირდები,  შენთვის  შეუძლებელიც  კი  შესაძლებელია .   
 ჭეშმარიტი  მართლმადიდებელი-ქრისტიანი სულირი მებრძოლია,  ზეციური  მეომარია,  ზეცის  მოქალაქეა,  რომელიც  სიცოცხლის  ბოლომდე  იბრძვის,  სიკეთით-  ბოროტების    დასამარცხებლად ,  რათა  არ  დაკარგოს  სიყვარული  და  თავისუფლება -  უკვდავების გვირგვინი.
სულიერი  ბრძოლისას,  როცა მტრის  მიერ  დაიჭრები,  ფარ-ხმალი  არ  უნდა  დაყარო, არამედ  პირიქით  უნდა  წამოდგე  და   განაგრძო  ბრძოლა  ბოროტების  წინაამღდეგ.
ადამიანის  სული  და  სხეული  ღვთის  მიერ  ერთდროულად  არის  შექმნილი.  სული   ზეცისკენ  მიისწრაფვის,  ხოლო  სხეული  მიწისკენ.  სხეული  მტერიც და  მეგობარიც  არის შენი,  თუ  მას  დანაყრებ  მტერია  შენი,  თუ  მას  დააუძლურებ  მეგობარი.     - ,, არა  მხოლოდ  პურითა  ცხონდების  კაცი, არამედ  ყოვლითა  სიტყვითა,  რომელი  გამოვალს  პირისაგან  ღმრთისა.’’ (მათე. 4თ. 4მ.)
სასმელ - საჭმელი  კი არაცხოვნებს  ადამიანს,  რომელიც  მას  ფიზიკური  არსებობისთვის  ჭირდება,  არამედ  ღვთის  სიტყვა,  სიყვარულთან  ზიარება  განაცხოველებს  მის  სულს. 
თუ  სხეული  საჭიროებს  ფიზიკური  ჭუჭყისგან  განბანვას,  სულიც  საჭიროებს  სინანულის  ცრემლებით  ცოდვებისგან  გაწმენდვას. 
- მიდი   სიცოცხლის  წყაროსთან  იესო  ქრისტესთან  და  გული  მიეცი  მას,  იგი  არ  უაროფს  შენს  მსხვერპლად  შეწირულ  ცრემლებს  და  მოგიტევებს  შეცოდებებს.
    ადამიანის  სულიერი  ლტოლვა  ღვთისადმი  დაუსრულებელი პროცესია რომელიც გარდაცველების შემდეგაც გრძელდება  - დაე,  მარად  გიზგიზებდეს  უკვდავების  ცეცხლი,  ყველთა  გულებში!  
- დაე  თვალთაგან  გდიოდეს  სინანულისა  და  სიყვარულის  ცრემლები  და  ჩაიძირო  სიყვარულის  ოკეანეში.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოველთა ჩვენთაგანთა. ამინ!
   
იტყვს  რომელი  წამებს  ამას: ჰე,  მოვალ  ადრე!  ჰე,  მოვიდოდე,  უფალო  იესუ!  
                                    ( ,,გამოცხადება“  20თ.  22მ.)
 
       26.05.2012   17:33                                მიხეილ (მიშა)  მანჯავიძე