Powered By Blogger

Friday, February 25, 2022

ბრძოლა თავისუფლებისათვის!

 



უმჯობესია ომი,  ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთისგან განგვაშორებს!

                                                                                                    წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი


ომის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ომის გამომწვევი მიზეზების. მიზეზს კი თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავში უნდა ვეძიებდეთ.  გავიხსენოთ:  ისრაელიანელები, როგორც კი დაშორდებოდნენ ღმერთს, მაშინვე  მთელ  ერს  მოევლინებოდა განსაცდელი- უცხოტომელთა თავდასხმები, მათ ტყვეობაში ყოფნა;  რადგან მათი ხსნის მიზანი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა,  ნაცვლდებოდა  კერპთაყვანისმცემლობით.

მიწიერი კეთილდღეობა და მშვიდობა არ არის გარანტი  ერის გადარჩენისა, არამედ ურთიერთსიყვარული - უანგარო, თავგანწირული.

სადღაც ომია, სადღაც ქორწილია,

სადღაც კი მიცვალებულს ცრემლით დასტირიან;

წუთისოფელში ხანმოკლეა ბედნიერება,

უსიყვარულოდ - სიკვდილია, დიდი ვაება!

------------------------------------------------------------------------------------------------

"გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა; აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ" (ლუკ. 6,27-28).

 "ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ" (მათ. 26,52)

„ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: „იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“.

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

და ე,  ქრისტეს მშვიდობა იყოს ჩვენს გულებში!


No comments:

Post a Comment