Powered By Blogger

Saturday, October 20, 2012

გლობალური ქსელი.



 ადამიანი ქმნის კულტურას და ამით ის კიდეც ემსგავსება შემოქმედს, მაგრამ როგორი სახის კულტურას შექმნის, ეს პირადად მის პიროვნულ თავისუფლებაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია ღვთის მიერ ბოძებული ნიჭით შექმნას ჭეშმარიტი,ღირებული კულტურა, რომელიც განპირობებული იქნება პიროვნების კეთილგონივრული და ზნეობრივი მრწამსის გზით და თუ პირიქით განახორციელა ადამიანმა თავისი ცხოვრების გზა, მაშინ ის შექმნის ცრუ, ფსევდოკულტურას, რომელიც ზიანის, განადგურების მომტანია, არა მარტო საკუთარი თავისა, არამედ საზოგადოებისთვისაც.
 უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. (მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი)
 მაგ: ადამიანი რომელიც ეკლესიას(ღვთის სახლს) აგებს და ადამიანი რომელიც ბომონს(ეშმაკის სახლს) აგებს. პირველი ღვთის შთაგონებით, მის მიერვე ბოძებული ნიჭით აგებს ეკლესიას, რომელსაც სულიერი კეთილდღეობა მოაქვს საზოგადოებისთვის და უკანასკნელი, რომელიც ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს არაკეილგონივრულად იყენებს, აგებს ბომონს(საკერპე; წარმართთა სალოცავი), რადგან ეშმაკს არაფრის შექმნა არ შეუძლია, რომელსაც სულიერი დაღუპვა და განადგურება მოაქვს საზოგადოებისთვის.
 ადამიანს დანა შეუძლია პურის დასაჭრელად გამოიყენოს და მოსაკლავად.
 და რაც შეეხება ცრუ მოსაზრებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, რომ ესა თუ ის ქმნილება ეშმაკის გამოგონილია არასწორია; როგორც უკვე ავღნიშნეთ ეშმაკს არაფრის შექმნა არ შეუძლია, ის მხოლოდ ადამიანის შთაგონეით ქმნის ფსევდოკულტურას. ადამიანმა ეშმაკის შთაგონებით შექმნა გილიოტინა, სიკვდილმისჯილთა მანქანა (ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ) (ლუკა 6თ. 36მ.) (6. არა კაც კლა)  ხოლო ღვთის შთაგონებით ელექტრო-გამომთვლელი მანქანა,რომელსაც ადამიანისთვის სულიერი თუ მატერიალური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.მაგ: ინტერნეტით შეგიძლია გაეცნო წმინდა წერილს-ღვთის სიტყვას, ორთოდოქსალურ საიტებს  და ასევე შეგიძლია გადასცე და მიიღო უმოკლეს დროში ინფორმაცია, აწარმოო ელექტრონული-ვაჭრობა და ა.შ.
 თუ ადამიანი მღვიძარე იქნება(ღვთის მცნებების დამცველი,მლოცველი და მარხველი, ეცოდინება სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისგან გარჩევა) მაშინ ის არ გაებმება მსოფლიო აბლაბუდას ქსელში,სადაც ობობა ყოველთვის მზად არის მის ხაფანგში გააბას. მსხვერპლი გახდეს არა მარტო ბუზები მცირედნი და დიდნი, არამედ ფუტკრებიც.


 ღვთის სიტყვით არის შექმნილი ცა და ქვეყანა - ხილული და უხილავი სამყაროები, ადამიანის ენით გამოუთქმელი... ღვთის მიერ უსაზღვრო სიბრძნითა და სიყვარულით.
 ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი არ შექმნილა, რაც კი შექმნილა.
 (იოანე.1თ.3მ)
ყოველივე სიკეთით დაიბადა შენთვის - მზე, მთვარე და ვარსკვლავები... შენი ამქვეყნად მოვლინება. შენი გამოხსნა ქრისტეს მიერ და ცოდვის მონობის ბორკილებისგან განთავისუფლება... დაკარგულ სამოთხეში დაბრუნება.
 ბუნება მეტყველებს შენა ხარ ავტორი ცისა და ქვეყნის,
 გალაქტიკების, ფერთა პალიტრის და სტიქიების;
                                                                                                  მ.მანჯავიძე

No comments:

Post a Comment