Powered By Blogger

Saturday, October 20, 2012

თავისუფლება



 და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ. 
                                                                                            (იოანე.8თ.32მ.)



                                             
 უფალი მოგვვიწოდებს ურთიერთსიყვარულისკენ, რომელიც მოიპოვება რწმენით, მორჩილებით,თავმდაბლობით, ცოდვათა სინანულით, მიმტევებლობით, სულგრძელობით, სიკეთით, მშვიდობით...
 თავისუფლება ის ნიჭია, რომელიც  პირუტყვისგან განსხვავებით, გონიერებასთან ერთად ადამიანს უბოძა შემოქმედმა. სადაც თავისუფლებაა, იქაა  ზნეობა და სადაც ზნეობა  არ არის, იქ არ არის თავისუფლება. თუ ადამიანი ქურდობას ჩაიდენს, ის არღვევს ზნეობრივ კანონს და ექვემდებარება სასჯელს, რომელიც განუმზადა მან საკუთარ თავს განსაცდელი.  ის ემსგავსება უგუნურ ცხოველს ანუ კარგავს თავისუფლებას (საკუთარი თავის მართვის უფლებას). ადამიანს ეწყება სინდისის ძახილი,რომელიც მას ამხელს ცოდვებში. ის რაც მან ჩაიდინა უსამართლობაა, რომ არ უნდა ექურდა; ეუფლება ცოდვათა სინანული და აღიარებს ღვთისა და მიყვასის წინაშე, ითხოვს შენდობას და მათგან ღებულობს ცოდვათა მიტევებას,იბრუნებს დაკარგულ თავისუფლებას, რომელიც მას ეშმაკმა წაართვა. ცოდვათა სინანული ანიჭებს ადამიანს დაიბრუნოს პიროვნული თავისუფლება, სულის უკვდავება.ასე რომ ადამიანი თავისუფლებიდან თვითონ აკეთებს თავისი ცხოვრების არჩევანს: სიკეთეს ან ბოროტებას.თუ სიკეთეს არ იქმნს მაშინ ბოროტებას სჩადის და პირიქით. ყოველ წამს არის არჩევანის წინაშე და არ არსებობს გარდამავალი საფეხური.
  სადაც თავისუფლებაა იქ პასუხისმგებლობის გრძნობაა. პირუტყვმა ყანაში მოსავალი რომ გაგინადგუროს, მას რათქმა უნდა პასუხს ვერ მოთხოვ, იმიტომ რომ მას არ გააჩნია ზნეობა და არც ჭირდება. მაგრამ ადამიანმა შენი ყანიდან მოსავალი რომ მოიპაროს ის პასუხს აგებს, რადგან მას გააჩნია ზნეობა(8. არ იქურდო) და ეს მას აუცილებლად ესაჭიროება, რომ დაიცვას ღვთის მცნებები და შეიცნოს ჭეშმარიტება, რომელიც მას მიანიჭებს თავისუფლებას.
,,რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.'' (იოანე.8თ.34მ) უფალი შეგვაგონებს რომ ცოდვას დამონებული ადამიანი, არ არის თავისუფალი. ღმერთი არ ერევა შენს პირად თავისუფლებაში, შენზეა დამოკიდებული რომელ ნაბიჯს გადადგამ -კეთილს თუ ბოროტს. ის არ გაიძულებს სიკეთის ქმნას არამედ მოგიწოდებს, ეს შენც უნდა გსურდეს. ის რაც მის ნებას არ ეწინაამღდეგება, ესაა სინერგია - ადამიანისა და ღმერთის პიროვნული თანხმობა, ერთად მარად მყოფობისა.ეშმაკი კი ერევა ადამიანის პირად თავისუფლებაში და აძულებს მას რომ ბოროტება ჩაიდინოს (სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხოფისთვის აიძულებს მას რომ მოკლას მისი თანამოძმე), მაგრამ მე თუ მას ღვთის სიტყვით წინ აღუდგები (6.არა კაც კლა)მაშინ მე ის ვერ წამართმევს თავისუფლებას, სიკეთით დავამარცხებ ბოროტებას; როდესაც ცოდვებს მიუტევებ და არ მიმართავ შურისძიებასა და განკითხვას.
ეშმაკის ხაფანგში თუ გაები და გწყურია საპყრობილიდან განთავისუფლდე როგორც გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს, ლოცვით მოუხმე ქრისტეს, ის მოვა შენთან და მონანულ ცოდვილს შეგხსნის მონობის ბორკილებს(მიგიტევებს ცოდვებს), განგათავისუფლებს. სასწაული მხოლოდ სიყვარულს შეუძლია მოახდინოს , რომ შენ დარჩე განსწავლული და ყველამ ისმინოს სიტყვა მისი მაცხოვნებელი. ამინ!

No comments:

Post a Comment