უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთისგან განგვაშორებს!
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ომის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ომის გამომწვევი
მიზეზების. მიზეზს კი თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავში უნდა ვეძიებდეთ. გავიხსენოთ:
ისრაელიანელები, როგორც კი დაშორდებოდნენ ღმერთს, მაშინვე მთელ ერს მოევლინებოდა განსაცდელი- უცხოტომელთა თავდასხმები,
მათ ტყვეობაში ყოფნა; რადგან მათი ხსნის მიზანი
ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა, ნაცვლდებოდა კერპთაყვანისმცემლობით.
მიწიერი კეთილდღეობა და მშვიდობა არ არის გარანტი ერის გადარჩენისა, არამედ ურთიერთსიყვარული - უანგარო,
თავგანწირული.
სადღაც ომია, სადღაც ქორწილია,
სადღაც კი მიცვალებულს ცრემლით დასტირიან;
წუთისოფელში ხანმოკლეა ბედნიერება,
უსიყვარულოდ - სიკვდილია, დიდი ვაება!
------------------------------------------------------------------------------------------------
"გიყუარდეთ
მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა; აკურთხევდით მწყევართა თქუენთა
და ილოცევდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ" (ლუკ. 6,27-28).
"ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ"
(მათ. 26,52)
„ნუ
ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად
მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად:
„იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე
და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება,
ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალევო
ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა“.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
და ე, ქრისტეს მშვიდობა იყოს ჩვენს გულებში!