Powered By Blogger

Thursday, August 27, 2015

ვარდ-ბულბულიანი

                          






სიყვარულის დღესასწაულზე ერთმანეთს შეხვდნენ ვარდი და ბულბული. მათ შორის გამართული დიალოგი ვარდისა ბულბულის მიმართ, ის იყო რომ ის თავისი სილამაზითა და სიმშვენიერით ადიდებდა სიყვარულს, ბულბული კი ამისთვის სიყვარულს, -  საგალობლებს აღუვლენდა.
ამქვეყნად დადგა დრო, რომ ბულბულმა ვარდის მშვენიერება, მასთან ჩამოსხდომით, ერთად ყოფნით შეიცნოს. მას სურს გვირგვინის ფოთლები არ გაცვივდეს - სამოთხის ყვავილად აქციოს.  წუთისოფელში მათ მოუწევთ ბრძოლა, რათა გაუმკლავდნენ თავს დამტყდარ ქარიშხლებს; მაგრამ მზის სხივებით გაფანტულს, რწმენის კლდედ და სიყვარულის ზღვად ქცეულთ  - ვერაფერი დააშორებთ ერთმანეთს.
სწორედ ეს იყო ბულბულის იდეალური ოცნება: უდაბნოში ეპოვა ვარდი, რომლებსაც ერთმანეთი თავგანწირულად შეუყვარდებოდათ. მათი სიყვარული წვიმას მოიყვანდა, რომ მისი მადლით აღორძინებულიყვნენ და გამრავლებულიყვნენ; ჩაიძირონ სიყვარულის ოკეანეში თუ დაიწვან უკვდავების ცეცხლის ალით. ნეტარებდნენ და საუკუნო დიდება მოიპოვონ სიყვარულში.
         პოეზიის ანგელოზი ბულბულს შთააგონებდა სიტყვებით დაეხატა, - ჭეშმარიტი სიყვარულის სიდიადე, მისგან მომავალი მშვენიერება და ნათელი, რომლით ნათლდება ყოველი გრძნობა, გული და სული. სანთლის ძაფებით მოქსოვა პოეტის გული, რათა სანთელივით ნათელი და კეთილსურნელოვანი შეექმნა.
ბულბული პოეტად იქცა და სიყვარულის სადიდებლად ვარდთან მიფრინდა. ვარდს უთხრა: შენ ჩემთვის სიყვარულის საჩუქარი ხარ, ერთადერთი და განუმეორებელი - მე შენ მიყვარხარ! დარჩი ჩემს სიყვარულში. მე კი შენი ხილული თუ უხილავი მფარველი მოწამე გავხდები ჩვენი სიყვარულისა. თვითშემეცნების გასაღებს მოგცემ, ჩემი გულის კარებს გააღებ და იქ დაბინავდები; ფერს შეიცვლი და ვარდისფერი კაბით შემოსილი დედოფალი გახდები ამზისქვეშეთში.
ვარდს ინტიმური სიახლოვე გაუჩნდა  ბულბულთან, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა მასთან თანაარსებობა, ერთგული იყოს მის სიყვარულში, მისი გულისტკივილი გაიზიაროს, იზრუნოს და უყვარდეთ ერთმანეთი, სანამ მათი სტიქიური ძალები დაირღვევიან.
ერთ დღეს, ბულბული ფიქრს მიეცემა, თუ რით აამოს მისი საყვარელი არსება - ვარდი; შესთავაზოს ოქროს ბეჭედი - ოქროსფერი დღეები, რომ გაუთენდეთ ცხოვრებაში. მაგრამ მათ ცხოვრებაში სიყვარულის კავშირის გასაწყვეტად ყვავი გამოჩნდება. ის შეეცდება ღვარძლი დათესოს ვარდსა და ბულბულს შორის-დაკარგონ და დაშორდნენ ერთმანეთს. 
  ერთხელ ყვავი მიფრინდა ვარდთან და მისი ცდუნება სცადა,- დაებრკოლებინა იმ სიყვარულში ვისი გულიც მას ეკუთვნოდა. ყვავის შთაგონებით ვარდი ეკლების დაყრას ლამობდა. მაგრამ ამ დროს მისი სატრფო ბულბული გამოჩნდა. მისმა სიფხიზლემ, მზრუნველობამ და წინათმგრძნობელობამ, საშუალება მისცა მისი სატრფო - ვარდი, ყვავისგან დაეხსნა.
ბულბულმა ყვავს უთხრა: - ჩემი სატრფოს ცდუნებისთვის სასჯელს მოიმკი, რამეთუ მისი დაღუპვა სცადე, ოქროს ბეჭედი წაგერთვა, ვარდისფერი სადედოფლო კაბა შემოგეძარცვა, შერცხვენილს და დამცირებულს ევლო ამქვეყნად - თავისუფლებაწართმეულს. მე ვერ წამართმევ ჩემს ძვირფას და საყვარელ ვარდს, - ჩემს საატრფოს! მე მას შენგან დავიფარავ და თუ საჭირო იქნება მის გადასარჩენად თავსაც კი გავწირავ. 
ბულბულმა ყვავი სიბრძნით და სიყვარულით დაამარცხა. ყვავი მათგან გაფრინდა. ვარდს ეამა ბულბულის საგმირო საქციელი და კიდევ უფრო გაწითლდა, შეუყვარდა. მათ სიახლოვეს მტრედი იმყოფებოდა და იწერდა მათი სიყვარულით გამოვლენილ სასიკეთო საქმეებს. მტრედმა ვარდსა და ბულბულს ზეთისხილის რტო მოუტანა, ნიშნად იმისა, რომ ამქვეყნად ისინი მარადიულ სიყვარულს დაუკავშირდნენ და სიყვარულში მათ ნეტარებას დასასრული არ ექნებოდა, თუ სიყვარულისადმი ერთგულებას შეინარჩუნებდნენ, სიყვარულში ისინიც განდიდებიდნენ.
  

        ‎22.‎08.‎2015                                                        მ.მანჯავიძე

1 comment: