Powered By Blogger

Thursday, April 24, 2014

ნუ გაექცევი სიყვარულს!



 რატომ მოევლინა გველის სახით ეშმაკი პირველად ევას და არა ადამს? ადამს უშვალოდ ღვთისაგან მიეღო მისი სიტყვა და ვერ შეაცდენდა, ამიტომაც აქილევსის ქუსლი ევა იყო, როგორც ადამისგან ღვთის სიტყვის მიმცემელს ადვილად შეძლებდა მასში ეჭვის შეტანას და მარხვის დარღვევით -აკრძალული ხილის ჭამით, ცდუნებულიყო და ამ გზით ადამიც ცოდვით დაცემულიყო. უფალი ზრუნავს, გაფრთხილებს,უყვარხარ რომ მარადიულ სატანჯველს არ მიეცე. არამედ კიდევ უფრო მას დაუახლოვდე და განიღმრთო მასთან პიროვნული ურთიერთობით, ნეტარებდეს ადამიანი ( მიისწრაფვოდეს სულიერ-ზნეობრივი სრულყოფისაკენ, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება.). ეს გამოცდა სწორედ ამისთვის იყო საჭირო, მაგრამ ადამსა და ევას ჯერ არ მიეღწიათ იმ სულიერი სიმაღლისათვის, რომ ეს მადლი დაეტიათ- არ ცდუნებულიყვნენ . შეხედე სამყაროს ქრისტეს თვალებით და არ ცდუნდები!
 ევას ეჭვის თესლი -ღმერთი ხომ არ არის ბოროტი? არამც და არამც, ღმერთი ბოროტი რომ ყოფილიყო არც გააფრთხილებდა აკრძალული ხილი არ ჭამოთო, მოკვდებითო და არ  უთქვამს მე მოგაკვდინებთო. უფალი ყოვლადსახიერი და სამართლიანია. 

სამოთხიდან დედამიწაზე იქნა გადმოგდებული და მისი შურით დედამიწაზე ცოდვა, წყევლა და სიკვდილი შემოვიდა.  აი, რა შედეგი გამოიღო ღვთისადმი ურჩობამ, მადლმოსილების დაკარგვამ,  სულიწმინდის ნიჭების გამოუყენებლობამ. ქრისტე შეგვაგონებს:,,იყავით ბრძენნი ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა მტრედნი." სიბრძნე და უმანკოებაა საჭირო, ხილული და უხილავი მტრის დასამარცხებლად. ღვთის წყალობით მე ეს შევძელი, სიბრძნით - უმეცრება, ხოლო უმანკოებით სიძვა დამემარცხებინა. დიდება და მადლობა შენდა უფალო!

,, გამიძლიერე შენდამი ლტოლვა, ოჰ, როგორ მტკივა გული.
დავიარები ამქვეყნად მარტო და სიყვარული მაცოცხლებს მარტო...
"


შვილო ! მოძებნე ქალი ასეთი, ჭეშმარიტებით სწამდეს მას ღმერთი.
ვინც ღვთის ბრძანებას არ ეურჩება, მრავალ განსაცდელს გადაურჩება.
(დავით გურამიშვილი. ,,დავითიანი")

მე პრაქტიკულად განვიცადე თუ რაოდენ მტკივნეულია ცალმხრივი, ორგული სიყვარული მეორე ნახევრის მხრიდან. და ვიფიქრე, თუ რაოდენ მტივნეული ყოფილა, ჩვენი, მისი შვილების მსგავსი დამოკიდებულება უფლის მიმართ.
 -,,დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!"

რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს!