Powered By Blogger

Wednesday, January 22, 2014

სიცოცხლის ელემენტები.



ვიწრო და ეკლანი გზა მაქვს გასავლელი. ყველას ჩვენი ცხოვრების საათი გვაქვს და მეც დავჰყურებ ამ საათის მუშაობის მექანიზმს - სამყაროსა და ადამიანის ანატომიას, რომელიც საკვირველად ფუნქციონირებს. 
- ჩეენს სხეულს საათი არ დასჭირდება, მაგრამ ჩვენს სულს სხეული დასჭირდება! 
ხელში მეხსიერების ელემენტი მიჭირავს და კაცობრიობის ისტორიულ წარსულს ვეცნობი. სივრცე დროში იცვლება, ადამიანის დადებითი და უარყოფითი ინტელექტუალური მიმართულებით, მაგრამ ვითარება იგივე რჩება. 
ბავშვობა და სიბერე შეიძლება მივამსგავსოთ სიცოცხლის წრის გავლას, დასაწყისსა და დასასრულს, როგორც 0 და 360 გრადუსი. ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ ისინი წარსულის კუთვნილებად იქცევა.მეხსიერებაში რჩება ის რაც მძაფრად შეეხება სულის სიმებს.
 ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე, შეიძლება უამრავი ცვლილება მოხდეს დროსა და სივრცეში. თუ ორჯერ დაიბადე, შენი ნაბიჯები განსხვავებულად და შესაბამის ზომებში აღიბეჭდება - ორ ელემენტზე ხმელეთზე და ჰაერზე.

            შენ უნდა გაცვითო სიცოცხლის წლები,  
            რომ დათესო სიკეთის დღენი,
            დღენი, ნეტარი მოსაგონარი დარჩება შენში,
            ღონემიხდილი და ნამშვრალები მე დავბრუნდები შენში.


აჰა, შენი ფერთა პალიტრა, შენს ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯები: შავი-სევდა და გლოვა, თეთრი-სიწმინდე და ნათელი, წითელი-სიყვარული და თავგანწირვა, მწვანე-აღდგომა და განახლება, ლურჯი-მარადისობა.სიტყვებით დავხატავ მე შენს ფერად ცხოვრებას-ესთეტიკურსა და ეთიკურს, რომანტიკულსა და კლასიკურს. საკრალური და კრიპტოგრაფიული თევზის გამომსახველი ისტორიული დროის კვალობაზე სასწორის მატარებელი იყო და ეს სასწორი ციფრულ ერაში უმრავლესობისთვის, ქსელური საზოგადოებისთვის იქნება პიკი - თავისუფლება მორალის გარეშე!