Powered By Blogger

Friday, October 10, 2014

კოლეჯი ,, ეტალონი "


2013 წლის 10 ოქტომბერს,  მუშაობა დავიწყე ქ.სამტრედიაში, საზოგადოებრივ 
კოლეჯ  ,, ეტალონ-ში", პროფესორ -მასწავლებლად. ლექციებს ვკითხულობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.



  ჩემს მოსწავლეებს მოუწოდებ, იყვნენ თავიანთი პროფესიის პროფესიონალები!

გისურვებთ წარმატებებს! :)

Sunday, October 5, 2014

რომანტიკის საღამო





ანთებული სანთლები,მოსაწვევი წალკოტში,
დიალოგი სიყვარულზე, გულში მუდამ ჩამწვდომი;
ვნებიანი თვალები, მთვარის შუქზე ნათელი
და მომხვიე მკლავები, გულში ჩაგივარდები.

ერთად ვიყოთ ამ ღამეს,არ დაგტოვებ არსად მე,
სიყვარულის ცეცხლი ვანთეთ,ღამე ერთად ვათენეთ...
მზის სითბოთი შევიმოსეთ, ერთ სანთელად ავენთეთ,
რომანტიკის საღამოზე, ვარსკვლავებიც აენთნენ.

2014 წლის სექტემბერი ....

Thursday, April 24, 2014

ნუ გაექცევი სიყვარულს!



 რატომ მოევლინა გველის სახით ეშმაკი პირველად ევას და არა ადამს? ადამს უშვალოდ ღვთისაგან მიეღო მისი სიტყვა და ვერ შეაცდენდა, ამიტომაც აქილევსის ქუსლი ევა იყო, როგორც ადამისგან ღვთის სიტყვის მიმცემელს ადვილად შეძლებდა მასში ეჭვის შეტანას და მარხვის დარღვევით -აკრძალული ხილის ჭამით, ცდუნებულიყო და ამ გზით ადამიც ცოდვით დაცემულიყო. უფალი ზრუნავს, გაფრთხილებს,უყვარხარ რომ მარადიულ სატანჯველს არ მიეცე. არამედ კიდევ უფრო მას დაუახლოვდე და განიღმრთო მასთან პიროვნული ურთიერთობით, ნეტარებდეს ადამიანი ( მიისწრაფვოდეს სულიერ-ზნეობრივი სრულყოფისაკენ, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება.). ეს გამოცდა სწორედ ამისთვის იყო საჭირო, მაგრამ ადამსა და ევას ჯერ არ მიეღწიათ იმ სულიერი სიმაღლისათვის, რომ ეს მადლი დაეტიათ- არ ცდუნებულიყვნენ . შეხედე სამყაროს ქრისტეს თვალებით და არ ცდუნდები!
 ევას ეჭვის თესლი -ღმერთი ხომ არ არის ბოროტი? არამც და არამც, ღმერთი ბოროტი რომ ყოფილიყო არც გააფრთხილებდა აკრძალული ხილი არ ჭამოთო, მოკვდებითო და არ  უთქვამს მე მოგაკვდინებთო. უფალი ყოვლადსახიერი და სამართლიანია. 

სამოთხიდან დედამიწაზე იქნა გადმოგდებული და მისი შურით დედამიწაზე ცოდვა, წყევლა და სიკვდილი შემოვიდა.  აი, რა შედეგი გამოიღო ღვთისადმი ურჩობამ, მადლმოსილების დაკარგვამ,  სულიწმინდის ნიჭების გამოუყენებლობამ. ქრისტე შეგვაგონებს:,,იყავით ბრძენნი ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა მტრედნი." სიბრძნე და უმანკოებაა საჭირო, ხილული და უხილავი მტრის დასამარცხებლად. ღვთის წყალობით მე ეს შევძელი, სიბრძნით - უმეცრება, ხოლო უმანკოებით სიძვა დამემარცხებინა. დიდება და მადლობა შენდა უფალო!

,, გამიძლიერე შენდამი ლტოლვა, ოჰ, როგორ მტკივა გული.
დავიარები ამქვეყნად მარტო და სიყვარული მაცოცხლებს მარტო...
"


შვილო ! მოძებნე ქალი ასეთი, ჭეშმარიტებით სწამდეს მას ღმერთი.
ვინც ღვთის ბრძანებას არ ეურჩება, მრავალ განსაცდელს გადაურჩება.
(დავით გურამიშვილი. ,,დავითიანი")

მე პრაქტიკულად განვიცადე თუ რაოდენ მტკივნეულია ცალმხრივი, ორგული სიყვარული მეორე ნახევრის მხრიდან. და ვიფიქრე, თუ რაოდენ მტივნეული ყოფილა, ჩვენი, მისი შვილების მსგავსი დამოკიდებულება უფლის მიმართ.
 -,,დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!"

რომელმან დაითმინოს სრულიად იგი ცხონდეს!

Friday, February 14, 2014

მე მაშინ მოვალ




დღეს მარტოობა და სევდა მაწვალებს,
ვუცქერ შენსკენ მომავალ ქუჩებს,
და თუ მოვიდე? ვნებით ავაფეთქებ შენს თაფლისფერ თვალებს
და კოცნის ჟინით დავწვავ მაგ შენს უმანკო ტუჩებს.

თუ შენ ხარ ჩემი განცდის ღირსებით სავსე,
სულით მაღალი, გრძნობით ნაზი და წმინდა
მე მაშინ მოვალ ჩემი ფეხით და გეტყვი ასე:
,,მე შენ მიყვარხარ, მე შენ მჭირდები, მე შენთან მინდა."

                                         


Thursday, February 13, 2014

იყავი თავისუფალი.




იყავი თავისუფალი, გულში გყავდეს მარად უფალი!
თავისუფლებას ვინ რას ეძახის; ზოგი სიყვარულს სიძვას ეძახის, 
ზოგი ფულს ჰმონებს და ცრუობს - მე ვარო თავისუფალი.
თავისუფლება ის არის, ვისაც უყვარს უფალი, 
სიყვარულს მტკიცება რომ უნდა საქმით,
ფარულად გახდი მოწამე ცხადი.
გადი, დახედე მათ თვალებს, მზერა მე მათ სიყვარულს, სიძულვილს მახვედრებს.
ნათლისა ბნელად მსახველნი, ბნელს ნათლად,
დავიწყებიათ საყდარი, ხელთ თუ უპყვრიათ ლამპარი?!
ნელსა და თბილს, გაჰყოფს უფალი მართალი.

23:11 13.02.2014      მ. მანჯავიძე

Wednesday, January 22, 2014

სიცოცხლის ელემენტები.



ვიწრო და ეკლანი გზა მაქვს გასავლელი. ყველას ჩვენი ცხოვრების საათი გვაქვს და მეც დავჰყურებ ამ საათის მუშაობის მექანიზმს - სამყაროსა და ადამიანის ანატომიას, რომელიც საკვირველად ფუნქციონირებს. 
- ჩეენს სხეულს საათი არ დასჭირდება, მაგრამ ჩვენს სულს სხეული დასჭირდება! 
ხელში მეხსიერების ელემენტი მიჭირავს და კაცობრიობის ისტორიულ წარსულს ვეცნობი. სივრცე დროში იცვლება, ადამიანის დადებითი და უარყოფითი ინტელექტუალური მიმართულებით, მაგრამ ვითარება იგივე რჩება. 
ბავშვობა და სიბერე შეიძლება მივამსგავსოთ სიცოცხლის წრის გავლას, დასაწყისსა და დასასრულს, როგორც 0 და 360 გრადუსი. ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ ისინი წარსულის კუთვნილებად იქცევა.მეხსიერებაში რჩება ის რაც მძაფრად შეეხება სულის სიმებს.
 ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე, შეიძლება უამრავი ცვლილება მოხდეს დროსა და სივრცეში. თუ ორჯერ დაიბადე, შენი ნაბიჯები განსხვავებულად და შესაბამის ზომებში აღიბეჭდება - ორ ელემენტზე ხმელეთზე და ჰაერზე.

            შენ უნდა გაცვითო სიცოცხლის წლები,  
            რომ დათესო სიკეთის დღენი,
            დღენი, ნეტარი მოსაგონარი დარჩება შენში,
            ღონემიხდილი და ნამშვრალები მე დავბრუნდები შენში.


აჰა, შენი ფერთა პალიტრა, შენს ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯები: შავი-სევდა და გლოვა, თეთრი-სიწმინდე და ნათელი, წითელი-სიყვარული და თავგანწირვა, მწვანე-აღდგომა და განახლება, ლურჯი-მარადისობა.სიტყვებით დავხატავ მე შენს ფერად ცხოვრებას-ესთეტიკურსა და ეთიკურს, რომანტიკულსა და კლასიკურს. საკრალური და კრიპტოგრაფიული თევზის გამომსახველი ისტორიული დროის კვალობაზე სასწორის მატარებელი იყო და ეს სასწორი ციფრულ ერაში უმრავლესობისთვის, ქსელური საზოგადოებისთვის იქნება პიკი - თავისუფლება მორალის გარეშე!