მთავრობა ან ერი, თუ დაკარგავს სულიერ თავისუფლებას, შეიქმნებიან ცოდვის მონანი, კერპთაყვანისმცემლები, დაკარგავენ ფიზიკურ თავისუფლებას და მტრის ტყვეობაში აღმოჩნდებიან. (დამარცხდებიან). ერის მშვიდობა და კეთილდღეობა კი ღვთისადმი რწმენაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. ცოდვათა სინანული, მთავრობას, ერს ანიჭებს პირად, თუ საერთო ხილულ და უხილავ მტერზე გამარჯვებას. მართლის ლოცვას შეისმენს უფალი და არა ცოდვილისას. ყოველი ომი ყოვლადკეთილი, სამართლიანი და დაუმარცხებელი ღმერთის წინაამღდეგ არის მიმართული უხილავი მტრის შთაგონებით წარმართული, რომელიც ჩანასახშივე დამარცხებულია, რომლის გამოვლინებას კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მრავლად შევხვდებით.
ჩვენ გვსურს მშვიდობა და კეთილდღეობა, როცა ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი?(დემოგრაფიული ომი) ძმათამკვლელი ომი... რომელსაც სძულდეს ძმაი თვისი ძმისმკვლელ არს! "არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის!” ამბობს უფალი. (ესაია თავი 48. 22.)
ჩვენ ყველანი ერთმანეთის წინაშე ვალში ვართ და გვმართებს თავგანწირული სიყვარული.
და რა არის ომის უმთავრესი მიზეზი? ,,გამრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთაი''(მათ. 10. 24) კაცობრიობაში ცოდვის გამრავლებით განელდება ურთიერთსიყვარული. სულიერი ბრძოლის ხაზი კი გულზე გადის და თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მოვიპოვოთ ქრისტესმიერი მშვიდობა.
სანამ ჭეშმარიტად არ გავაშინაარსებთ ქრისტიანული ცხოვრების არსს, თავს არ დავაღწევთ ფანატიზმს, ეგოცენტრიზმს, არ გვექნება სინანული და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, ვერ გავალთ სამშვიდობო ფონს.
როცა უფალი გვიცხადებს დიდი ბაბილონის დამხობაზე; მოგვიწოდებს: - რათა არ ვეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოვიწყლათ მისი წყლულებით.გამოცხადება(18;4) სიმდიდრით და ფუფუნებით გარყვნილი ადამიანები, ყოველი უსამართლობის მოქმედნი, რომელთაც ერთ დროს ეწვევათ განსაცდელი - წყლულებანი, სიკვდილი გლოვა და შიმშილი -დაიწვას ცეცხლით. "უფალი ღმერთი ჩვენი ცეცხლ გამნეველ არს". (წმ პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლე 12;29) აქ ცეცხლს ორაზროვანი მნიშვნელობა აქვს ცოდვილთათვის განმწმედელი, განმანათლებელი ასევე დამსჯელი მოუნანიებლობის შემთხვევაში. წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. ქრისტე იმისთვის კი არ მოვიდა რომ სოფელი დასაჯოს არამედ აცხონოს; რადგან ადამიანი თავისუფალი არსებაა, მისი სულის ცხონების და არცხონების საიდუმლო მის ხელშია. ესაა ცოდვათა სინანული ან მოუნანიებლობა. უფალი იძულებით არ გაცხონებს, ეს თავად უნდა გსურდეს, რომელსაც წინ რწმენა და კეთილი საქმეები უნდა უძღოდეს. მარავალი სიტყვით აღიარებს უფალს, მაგრამ საქმით ღვთის მცნებების საწინაამღდეგოდ მოქმედებენ. გარედან ბრინჯაოთი არიან შემოსილი (რწმენით ბრწყინავენ), შიგნით კი თიხით (სჯულის დამრღვევნი). მაცხოვარი გვასწავლის: „არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე, უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი“.
ვის უყვარს უფალი და ვის არა? თავად ქრისტე გვეუბნება: ვისაც მე უყვარვარ ის იცავს ჩემს მცნებებს, ვისაც მე არ უყვარვარ ის არ იცავს ჩემს მცნებებს.
სხვაა გებრალეოდეს და თანაუგრძნობდე ცოდვილ ადამიანს, ლოცულობდე ყველასთვის და სხვაა თანაგრძნობა ცოდვისადმი, სიყვარული მისდამი.ცოდვაი მოვიძილე და მოვიძაგე ხოლო რჯული შენი შევიყვარე.(ფსალ.118;163) აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს.(წმ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ 13;10) და ვინ არის ცოდვის მთესველი? და რა არის ცოდვის საგზალი?
ცოდვის მთესველი ეშმაკია, საგზალი კი - სიკვდილი.
რას ნიშნავს მტრის სიყვარული? - არ განიკიხო და შური არ იძიო. საკუთარი ავთენტური ქრისტიანული ცხოვრების წესით მტერი მოყვარედ აქციო. არ შიძლება ცოდვას ამართლებდე, ის ხომ ადამიანის არაბუნებრივი მდგომარეობაა. იმდენადაა ხიბლი, ფანატიზმი, ეგოცენტრიზმი, ნარციზმი, ცრუიდეოლოგია, ფარისევლობა, ფსევდოკულტურით, თვითრჯულობით და რჯულშემწყნარებლობით დასნეულებული უმრავლესობა, რომ შავზე ამბობენ თეთრიაო. ჭეშმარიტებაზე ამბობენ - სიცრუეაო.
ამონარიდი უილიამ შექსპირის 66-ე სონეტიდან:
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
-----------------------------------------
ზაზა ნანობაშვილის ლექსიდან - ძლევავ საკვირველო, დავით!
ირგვლივ სიბრმავეა, ავს სურს გადაგვჩეხოს ხრამით,
ბევრმაც საჭირველი, შენი ვიწრო გზანი ვცანით,
დროა, მღვიძარე გვყო, დაჰკარ განგაშისა ზარნი,
ცრუთა სამხილებლად წარსდგნენ შესაწირნი კრავნი.
-------------------------------------------------------------------------
ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:
რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. (პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ 8, 36-37)