კაცობრიობას ჩადენილი ცოდვები ბუმერანგივით უბრუნდება.
„და განმრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული მრავალთა" (მათ. 24, 12). უღმერთო ცხოვრება საზოგადოების უმრავლესობაში გამოიწვევს სიყვარულის განელებას, მასთან დაშორებას. თუ ადამიანს სინანულის გრძნობა არ ექნება, ყველა ცოდვა შესაბამის სასჯელს იმსახურებს, მაგრამ ცოდვათა გამო, ღვთისგან კაცობრიობის ან თუნდაც, გარკვეული ადგილების, ცალკეული ხალხების მასშტაბურად, ერთიანად დასჯის შემთხვევები რამდენიმეჯერ მოხდა კაცობრიობის ისტორიაში...
ჩვენ ვიცით თუ რა იყო წარღვნის მიზეზი, სოდომისა და გომორის სასჯელი, ეგვიპტელთა 10 სასჯელი მოსეს დროს და სხვა.. კაცთა საყოველთაო უზნეობამ და გადაგვარებამ განაპირობა სტიქიური ძალების შეძვრაც.
თუნდაც გავიხსენოთ: მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მიწა განიპო, მზე დაბნელდა, დედამიწა შეზანზარდა. ამგვარად შეიძრა ხილული სამყარო, ის ადგილი, სადაც ადამიანები ეშმაკს დაემსგავსნენ და განკაცებული უფალი აცვეს ჯვარს... ნუ გავაგრძელებთ ჩვენივე მოუნანიებელი ცოდვებით ერთმანეთის ჯვარცმას, არამედ როგორც წმ. დავით მეფსალმუნე იტყვის: მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვქმნათ კეთილი, მოვიძიოთ მშვიდობა და მივსდევდეთ მას...
შევინანოთ და ვადიდოთ ქრისტე ღმერთი, რომლის გარეშე ჩვენი ხსნა არ არსებობს!
სინანულის შემთხვევაში უფალი მიგვიღებს, როგორც ,,უძღებ შვილს", ჩაგვიკრავს გულში და განკურნავს ჩვენი გულის უკურნებელ წყლულებანს.
ადამიანი უპირველესად სულიერ ვირუსს უნდა ებრძოდეს და არა ბიოლოგიურ ვირუსს. მიუახლოვდეთ უფალს და მოგვიახლოვდება ჩვენ. რამეთუ –,, სრულმა სიყვარულმა განდევნოს შიში ამასოფლისაი".