Powered By Blogger

Wednesday, May 31, 2017

უსიყვარულოდ, ჩვენ ვერ ვიცოცხლებთ!




მკვლელობებმა, ძალადობამ, ფსიქიკურმა და ფიზიკურმა დაავადებების რიცხვმა, არნახული მაშტაებებით იმატა. გამომწვევი მიზეზი რა თქმა უნდა - უსიყვარულობაა. ჩვენ, ადამიანებს უმრავლესობას მოგვწონს ფართო, უეკლო გზით სიარული და რატომ? რადგან თავისუფლების ცნება უმრავლესობას არასწორად გვესმის: თავისუფლება-ზნეობის გარეშე!(თავისუფლება არ არის). ადამიანი თავისუფალია მაშინ როდესაც ვიწრო ეკლიანი გზით დადის, საკუთარი ცხოვრების ჯვარს ღირსეულად ატარებს, რომ ჭეშმარიტად უყვარდეს ღმერთი და ადამიანი, არ გაურბის საკუთარ თავს დამტყდარ განსაცდელებს, არამედ გმირულად ძლევს მას. მხსნელად დაისახავს თავის შემოქმედს, ცხოვრების დიადი მიზნის მისაღწევად - მისდევდეს წუთისოფელში მას და დარჩეს მის სიყვარულში უკუნისამდე!  მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ, გვინდა რომ დავემსგავსოთ -ფარშევანგებს, ღორებს, თხებს, გველებს... ცხოვრებას ტყულში ვატარებთ და ვფლანგავთ დროს, რომელიც ამქვეყნად მოგვეცა ცოდვათა სინანულისთვის,სიყვარულის შესაცნობად, მის განსადიდებლად... გარდაიცვალო მარადიულ სიცოცხლეში.
იმდენადაა დაბინძურებული ადამიანის ცნობიერება, რომ მან დაკარგა სინდისი, განსჯის ნიჭი სიკეთისა და ბოროტებისა. მიეჯაჭვა ხილულ თუ  უხილავ მტრებს - წუთისოფელს, ფულს, ღვინოს, ნარკოტიკებს,მეძავებს... ამპარტავნებას, შურს, ბოროტ ანგელოზებს. მათ ცხოვრებაში ერთ დროს მობეზრდებათ თავიანთი უმსგავსო საქციელი, სული ცოდვათა სიმძიმისგან შეწუხდება, მოსწყურდება თავისუფლება და თავისუფლებას სად იპოვიან? თუ არა უფლის სიყვარულში, ჭეშმარიტებაში, რომელიც თავად არის - ყოველთა მომნიჭებელი.
         ჭეშმარიტად უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება, სხეულში - უსხეულო და მიწაზე -არამიწიერი.  
  - ,, თუ გინდა გადარჩე ცხონდე, ქრისტესთვის უნდა მოკვდე,
  ადამიანო ამქვეყნად, მხოლოდ ამისთვის მოხვედ!" 
(ელგუჯა კიკვაძე, პოეზია-”შეგცოდე, შემინდე უფალო”) 
და რას ნიშნავს ქრისტესთვის სიკვდილი? ეს იმას ნიშნავს, თუ გინდა სულის ცხონება, უნდა უარყო საკუთარი ცოდვილიანი გზით  ცხოვრება  და თუ შენ ამას არ მოისურვებ ვერ განიკურნები, ამაღლდები, ცხონდები. (მარად ვერ ინეტარებ ღვთაებრივ სიყვარულში) გვახსოვდეს! ძალადობა არ არის სიყვარულთან. უფალი  მოგვიწოდებს, გვაძლევს სულიერ-რჩევა დარიგებებს, გაუყვეთ მის ნაკვალევს (დავიცვათ მცნებანი მისი), ვიცხოვროთ ღირსეულად, მას დავემსგავსოთ პიროვნული ურთიერთობით, მისი მადლით შევიმოსოთ - მოვიხვეჭოთ სათნოებები... გვიყვარდეს ერთმანეთი! მაშინ ამდენ მკვლელობას, ძალადობას, ავადმყოფობას, ომს, სტიქიურ უბედურობებს არ ექნება ადგილი. შემცირდება მათი რიცხვი და არ გაქრება ქვეყნიერების აღსასრულამდე. ნუ ვცდილობთ მიწიერი სამოთხის მშენებლობას. ამქვეყნად ყველაფერი წარმავალია თვით ჩვენი სხეულც. გვახსოვდეს სენეკას -,,Momento Mori"!  თუ ადამიანს ემახსოვრება სიკვდილი, ის აღარასოდეს შესცოდავს, მაგრამ ასე როდია. ამქვეყნად მუდმივად სულიერი სიწმინდისა და სიმაღლის შენარჩუნება შეუძლებელია, სწორედ ამიტომ ადამიანს მართებს საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით მრავალგზის ცოდვით დაცემულს ფეხზე წამოდგომა, სულიერი განწმედა. სიკვდილზე დაფიქრებასც კი უკვდავებასთან მიჰყავხარ. გამოიძიეთ სიყვარული და ცხონდეს სული თქვენი!
მე ვგრძნობ და გადმოვცემ იმას, რაც მძაფრად შეეხება ჩემი სულის სიმებს.