Powered By Blogger

Sunday, December 15, 2013

გახსოვდეს ზამთარი!



სარკმლიდან სუსხი შემოიჭრა. ფარდა გადავწიე და დავინახე  გაშიშვლებული ხეების უმრავლესობას, როგორ  დაჰკარგვიათ სიმწვანე ზაფხულისა. მათ შორის არიან ხეები, რომლებსაც შეუნარჩუნებიათ მარადიული სიმწვანე და რა ცოტანი არიან ისინი ამქვეყნად?! ზამთარიც მათ ვერაფერს დააკლეებს, ისინი ხომ დროში არიან მარადმწვანენი.
 გარეთ გასვლა მსურს და მინდა გავიგო: - რატომ გასცვივდა ფოთლები ხეებს და დაუკარგავთ დროებითი სიმწვანე? და აიამ დროსბულბულს მოაქვს ცნობა კითხვისა:   ხეებს რომლებსაც ხედავ, მათ ვერ დაიტიეს სუსხი ამაწუთისოფლისა, მიეცნენ ფოთოლცვენას,მაგრამ მათ იფარავს გლიცერინი, რომ გაზაფხულზე ღრმა ძილიდან გამოიღვიძონ და მარადმწვანე ხეებს შეუერთდნენ
 ქარი ამოვარდა. ქარის ქროლვას მიუყვები და არ ვიცი საიდან ქრის და საით მიდისტყეში აღმოვჩნდი და ვიწყებ ,,იესოს ლოცვას ", ჩემი სულის სუნთქვასა და სიცოცხლეს, სიყვარულით გაჟღენთილ კეთილსურნელებას,რომელიც სალბუნად ედება ზღვის ქვიშასა და ცის ვარსკვლავებს.
   -,,მწვანე ყვავილას" სიახლოვეს ვიმყოფები და მწვანე ფიქრებით ავენთე.
   ახლა წარსულში ვიმყფები და ვწერ - ,,ომის ქარცეცხლში''.

                    შენა  ხარ  ბრძოლის  ველზე  მტრისგან  დაჭრილი ,
                    სიყვარულისთვის  სისხლის  დამღვრელი,
                    მეგობრისათვის  ცრემლთა  მფრქვეველი
                    მისთვის  მლოცველიმასთან   მყოფელი,
                    მისი  დამცველიმისთვის  თავმდები.
                  ,, ნუ  გეშინია  მე  შენთანავარ !“ 
               - გულში  ჩაგესმის  ქრისტეს  სიტყვები,
                    შენ  ვერას  გავნებს  მტრის  ეს  ისრები;
                    შემოსილიხარ  ჯაჭვის  პერანგით,
                    სიკეთითა  ხარ  შენ  ბოროტების  მძლეველი!

მინდა გითხრა ჩემო საყვარელო ძმაო: - მე შენთანავარ! მე მსურს მოგცე ჩემი გული და განა მე ეს შემიძლია?
- არა , ეს მხოლოდ უზენაესის სიყვარულს ძალუძს- ჩემში დამკვიდრებულს!
 -  სისხლის  გადასხმა გინდა?! მე გადაგისხამ ქრისტეს სისხლს- ყოველთა მკურნალს, მაგრამ ეს სისხლი ყაყაჩოსფერია თუ რძისფერი?
 - თქვენ როგორ გექცევიან, ჩემო სამოთხის ყვავილებო შენი მშობელნი? ჩანასახშივე როგორ გაშთობენ, ნუთუ არ ებრალებით?! აღმოცენდდეთ და თქვენ თანატოლ ყვავილებს შეუერთდეთ და მათთან ერთად იხაროთ სანამ მკის დრო დადგება.
 -,,რაწამსაც დავიბადებით იქვე საფლავი მზა არის".
 -მე ხომ საფლავზე ფიქრმა, ჭეშმარიტების ძიებამ - უკვდავებასთან მიმიყვანა.
 ხეებმა მომცეს ფურცლები და წინები - უხილავი დიდებისა!
 - ვხედავ დანთებულ კოცონს, როგორ აქრობს წვიმა, მაგრამ შეუძლებელია უკვდავების ცეცხლი ჩააქროს!
                  
                   ქარის ქროლვას მოაქვს ფოთლები,
                   ხალიჩად მეფინება, თეთრ ზოლს მიუყვები;
                   მგზავრი შემხვდება და შენს სიტყვას მოუყვები,
                   ჩვენ ერთად შენს გზას მოუყვებით!

ალბათ, ალჟირში მდებარე გიშრის ტბა დამჭირდება კალმისთვის - ჭეშმარიტი სიყვარულის გადმოსაცემად.
                                          
                                         00:00   4.12.2013             მიხეილ მანჯავიძე.

                               ვუძღვნი პოეტთთა თაიგულს - მაკა გელაშვილს!