დღეს ჩემი ანგელოზის დღეა. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, როდესაც ქრისტეს მიერ ნათელვიღე 2008 წილის 11 სექტემბერს - წმ.იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს, სენაკის რ-ში, ნოსირში -მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ეკლესიაში, რომლის წინამძღოლი და ჩემი სულიერი მოძღვარი გახდა - მამა იოსები. ის ამჟამად ავღანეთშია და ქართველ თანამემამულეთა ჯარს წინამძღოლობს, ვითარცა გმირი და პატრიოტი სამშობლოს დროშას გულით ატარებს და ღვთის სიტყვას ქადაქებს, რომ ბევრი თევზი მოინადიროს. დღეს ის ჩვენთან ფიზიკურად არ იმყოფება, მაგრამ სულიერად ჩვენთან არის... დღეს სენაკში ვარ წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში.სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩაატარა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ. სენაკის, თეკლათის დედათა მონასტრიდან ჩამობრძანებული იყო წმ. იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი, რომლის მთხვევა ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანთა გულებში ბადებს რწმენას, სიყვარულს, თავმდაბლობას, სიკეთეს...რომელიც გვიჩვენებს რომ ღვთის ერთგულებით არის შესაძლებელი ჩვენი სულების ხსნა, სიყვარულისადმი მსხვერპლის გაღებით მოიპოვოთ საუკუნო დიდება. დაძლიო წუთისოფლის საცდურნი, ნიშნავს იყო მლოცველი და მმარხველი, ხილული და უხილავი მტრის მძლეველი.
წმინდაო ნათლისმცემელო იოანე, გევედრები წუთისოფელი უდაბნოდ გადამიქციე და მომადლე ცოდვათა სინანული. ამინ!
14:37 11.09.2012