Powered By Blogger

Saturday, October 20, 2012

გლობალური ქსელი.



 ადამიანი ქმნის კულტურას და ამით ის კიდეც ემსგავსება შემოქმედს, მაგრამ როგორი სახის კულტურას შექმნის, ეს პირადად მის პიროვნულ თავისუფლებაზეა დამოკიდებული. მას შეუძლია ღვთის მიერ ბოძებული ნიჭით შექმნას ჭეშმარიტი,ღირებული კულტურა, რომელიც განპირობებული იქნება პიროვნების კეთილგონივრული და ზნეობრივი მრწამსის გზით და თუ პირიქით განახორციელა ადამიანმა თავისი ცხოვრების გზა, მაშინ ის შექმნის ცრუ, ფსევდოკულტურას, რომელიც ზიანის, განადგურების მომტანია, არა მარტო საკუთარი თავისა, არამედ საზოგადოებისთვისაც.
 უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. (მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი)
 მაგ: ადამიანი რომელიც ეკლესიას(ღვთის სახლს) აგებს და ადამიანი რომელიც ბომონს(ეშმაკის სახლს) აგებს. პირველი ღვთის შთაგონებით, მის მიერვე ბოძებული ნიჭით აგებს ეკლესიას, რომელსაც სულიერი კეთილდღეობა მოაქვს საზოგადოებისთვის და უკანასკნელი, რომელიც ღვთის მიერ ბოძებულ ნიჭს არაკეილგონივრულად იყენებს, აგებს ბომონს(საკერპე; წარმართთა სალოცავი), რადგან ეშმაკს არაფრის შექმნა არ შეუძლია, რომელსაც სულიერი დაღუპვა და განადგურება მოაქვს საზოგადოებისთვის.
 ადამიანს დანა შეუძლია პურის დასაჭრელად გამოიყენოს და მოსაკლავად.
 და რაც შეეხება ცრუ მოსაზრებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, რომ ესა თუ ის ქმნილება ეშმაკის გამოგონილია არასწორია; როგორც უკვე ავღნიშნეთ ეშმაკს არაფრის შექმნა არ შეუძლია, ის მხოლოდ ადამიანის შთაგონეით ქმნის ფსევდოკულტურას. ადამიანმა ეშმაკის შთაგონებით შექმნა გილიოტინა, სიკვდილმისჯილთა მანქანა (ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ) (ლუკა 6თ. 36მ.) (6. არა კაც კლა)  ხოლო ღვთის შთაგონებით ელექტრო-გამომთვლელი მანქანა,რომელსაც ადამიანისთვის სულიერი თუ მატერიალური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.მაგ: ინტერნეტით შეგიძლია გაეცნო წმინდა წერილს-ღვთის სიტყვას, ორთოდოქსალურ საიტებს  და ასევე შეგიძლია გადასცე და მიიღო უმოკლეს დროში ინფორმაცია, აწარმოო ელექტრონული-ვაჭრობა და ა.შ.
 თუ ადამიანი მღვიძარე იქნება(ღვთის მცნებების დამცველი,მლოცველი და მარხველი, ეცოდინება სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთისგან გარჩევა) მაშინ ის არ გაებმება მსოფლიო აბლაბუდას ქსელში,სადაც ობობა ყოველთვის მზად არის მის ხაფანგში გააბას. მსხვერპლი გახდეს არა მარტო ბუზები მცირედნი და დიდნი, არამედ ფუტკრებიც.


 ღვთის სიტყვით არის შექმნილი ცა და ქვეყანა - ხილული და უხილავი სამყაროები, ადამიანის ენით გამოუთქმელი... ღვთის მიერ უსაზღვრო სიბრძნითა და სიყვარულით.
 ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი არ შექმნილა, რაც კი შექმნილა.
 (იოანე.1თ.3მ)
ყოველივე სიკეთით დაიბადა შენთვის - მზე, მთვარე და ვარსკვლავები... შენი ამქვეყნად მოვლინება. შენი გამოხსნა ქრისტეს მიერ და ცოდვის მონობის ბორკილებისგან განთავისუფლება... დაკარგულ სამოთხეში დაბრუნება.
 ბუნება მეტყველებს შენა ხარ ავტორი ცისა და ქვეყნის,
 გალაქტიკების, ფერთა პალიტრის და სტიქიების;
                                                                                                  მ.მანჯავიძე

თავისუფლება



 და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ. 
                                                                                            (იოანე.8თ.32მ.)



                                             
 უფალი მოგვვიწოდებს ურთიერთსიყვარულისკენ, რომელიც მოიპოვება რწმენით, მორჩილებით,თავმდაბლობით, ცოდვათა სინანულით, მიმტევებლობით, სულგრძელობით, სიკეთით, მშვიდობით...
 თავისუფლება ის ნიჭია, რომელიც  პირუტყვისგან განსხვავებით, გონიერებასთან ერთად ადამიანს უბოძა შემოქმედმა. სადაც თავისუფლებაა, იქაა  ზნეობა და სადაც ზნეობა  არ არის, იქ არ არის თავისუფლება. თუ ადამიანი ქურდობას ჩაიდენს, ის არღვევს ზნეობრივ კანონს და ექვემდებარება სასჯელს, რომელიც განუმზადა მან საკუთარ თავს განსაცდელი.  ის ემსგავსება უგუნურ ცხოველს ანუ კარგავს თავისუფლებას (საკუთარი თავის მართვის უფლებას). ადამიანს ეწყება სინდისის ძახილი,რომელიც მას ამხელს ცოდვებში. ის რაც მან ჩაიდინა უსამართლობაა, რომ არ უნდა ექურდა; ეუფლება ცოდვათა სინანული და აღიარებს ღვთისა და მიყვასის წინაშე, ითხოვს შენდობას და მათგან ღებულობს ცოდვათა მიტევებას,იბრუნებს დაკარგულ თავისუფლებას, რომელიც მას ეშმაკმა წაართვა. ცოდვათა სინანული ანიჭებს ადამიანს დაიბრუნოს პიროვნული თავისუფლება, სულის უკვდავება.ასე რომ ადამიანი თავისუფლებიდან თვითონ აკეთებს თავისი ცხოვრების არჩევანს: სიკეთეს ან ბოროტებას.თუ სიკეთეს არ იქმნს მაშინ ბოროტებას სჩადის და პირიქით. ყოველ წამს არის არჩევანის წინაშე და არ არსებობს გარდამავალი საფეხური.
  სადაც თავისუფლებაა იქ პასუხისმგებლობის გრძნობაა. პირუტყვმა ყანაში მოსავალი რომ გაგინადგუროს, მას რათქმა უნდა პასუხს ვერ მოთხოვ, იმიტომ რომ მას არ გააჩნია ზნეობა და არც ჭირდება. მაგრამ ადამიანმა შენი ყანიდან მოსავალი რომ მოიპაროს ის პასუხს აგებს, რადგან მას გააჩნია ზნეობა(8. არ იქურდო) და ეს მას აუცილებლად ესაჭიროება, რომ დაიცვას ღვთის მცნებები და შეიცნოს ჭეშმარიტება, რომელიც მას მიანიჭებს თავისუფლებას.
,,რამეთუ ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ.'' (იოანე.8თ.34მ) უფალი შეგვაგონებს რომ ცოდვას დამონებული ადამიანი, არ არის თავისუფალი. ღმერთი არ ერევა შენს პირად თავისუფლებაში, შენზეა დამოკიდებული რომელ ნაბიჯს გადადგამ -კეთილს თუ ბოროტს. ის არ გაიძულებს სიკეთის ქმნას არამედ მოგიწოდებს, ეს შენც უნდა გსურდეს. ის რაც მის ნებას არ ეწინაამღდეგება, ესაა სინერგია - ადამიანისა და ღმერთის პიროვნული თანხმობა, ერთად მარად მყოფობისა.ეშმაკი კი ერევა ადამიანის პირად თავისუფლებაში და აძულებს მას რომ ბოროტება ჩაიდინოს (სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხოფისთვის აიძულებს მას რომ მოკლას მისი თანამოძმე), მაგრამ მე თუ მას ღვთის სიტყვით წინ აღუდგები (6.არა კაც კლა)მაშინ მე ის ვერ წამართმევს თავისუფლებას, სიკეთით დავამარცხებ ბოროტებას; როდესაც ცოდვებს მიუტევებ და არ მიმართავ შურისძიებასა და განკითხვას.
ეშმაკის ხაფანგში თუ გაები და გწყურია საპყრობილიდან განთავისუფლდე როგორც გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს, ლოცვით მოუხმე ქრისტეს, ის მოვა შენთან და მონანულ ცოდვილს შეგხსნის მონობის ბორკილებს(მიგიტევებს ცოდვებს), განგათავისუფლებს. სასწაული მხოლოდ სიყვარულს შეუძლია მოახდინოს , რომ შენ დარჩე განსწავლული და ყველამ ისმინოს სიტყვა მისი მაცხოვნებელი. ამინ!

Tuesday, September 11, 2012

ნათელნი უდაბნოსანი

                                               


 დღეს  ჩემი ანგელოზის დღეა. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, როდესაც ქრისტეს მიერ ნათელვიღე 2008 წილის 11 სექტემბერს - წმ.იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს, სენაკის რ-ში, ნოსირში -მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ეკლესიაში, რომლის წინამძღოლი და ჩემი სულიერი მოძღვარი გახდა - მამა იოსები. ის ამჟამად ავღანეთშია და ქართველ თანამემამულეთა ჯარს წინამძღოლობს, ვითარცა გმირი და პატრიოტი სამშობლოს დროშას გულით ატარებს და ღვთის სიტყვას ქადაქებს, რომ ბევრი თევზი მოინადიროს. დღეს ის ჩვენთან ფიზიკურად არ იმყოფება, მაგრამ სულიერად ჩვენთან არის... დღეს სენაკში ვარ წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში.სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩაატარა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ. სენაკის, თეკლათის დედათა მონასტრიდან ჩამობრძანებული იყო წმ. იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი, რომლის მთხვევა ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანთა გულებში ბადებს რწმენას, სიყვარულს, თავმდაბლობას, სიკეთეს...რომელიც გვიჩვენებს რომ ღვთის ერთგულებით არის შესაძლებელი ჩვენი სულების ხსნა, სიყვარულისადმი მსხვერპლის გაღებით მოიპოვოთ საუკუნო დიდება. დაძლიო წუთისოფლის საცდურნი, ნიშნავს იყო მლოცველი და მმარხველი, ხილული და უხილავი მტრის მძლეველი.
წმინდაო ნათლისმცემელო იოანე, გევედრები წუთისოფელი უდაბნოდ გადამიქციე და მომადლე ცოდვათა სინანული. ამინ!

                                                                                                                           14:37 11.09.2012

Sunday, June 24, 2012

სამყაროს დაბადება

                                                     გაზაფხულის  მახარობელნი.
                    


                                 
 გაზაფხულზე  მოფრენილი  მერცხლებიც  კი   გვაუწყებენ, სასიხარულო  ამბავს:  იბადება -დაუბადებელიო, ხილული და  უხილავი  სამყაროების  შემოქმედი - კაცობრიობის  მხსნელი - ძე  ღვთისა  იესო ქრისტე. 
  -  ,, დიდება  მაღალთა  შინა  ღმერთსა,  ქვეყანასა ზედა  მშვიდობა  და  კაცთა  შორის  სათნოება".  (ლუკა. 2თ. 14მ. )
 სიყვარულის  მიერ  ხდება  სამყაროსა  და  ადამიანის  განახლება,  დაკარგულ  სამოთხეში  დაბრუნება, რომელიც  უფლის  მკვდრეთით  აღდგომით  განხორციელდა.  თუ ადამიანი  დაუკვირდება დროთა  ცვლილებას  სეზონების  მიხედვით  დაინახავს;  თუ  როგორ  ხდება  ბუნების განახლება - გაზაფხულზე.
შენ  წმინდა  გულით  იხილავ  ჭეშმარიტ  სიყვარულს; მის ყოვლისშემძლეობას, ძლიერებას, სიდიადეს, საკვირველებასა და  წყალობას,  რომელიც  ცისა და  მიწის  არს.
- ,,აკურთხევს  სული  ჩემი  უფალსა და  ყოველი  გონებაი  ჩემი - სახელსა  წმინდასა მისსა". (14კ. 102ფ. 1მ.)
- ,,ყოველი  სული  აქებდით  უფალსა".  ( 20კ. 150ფ. 6მ.)
 მცენარეები,  ცხოველები,  ფრინველნი  და ადამიანნი - ჯვრით, სინანულით  და  გალობით... 
                                                                                                                      

                                                         დრო  და  ადამიანი.


              
ადამიანი სამოთხის  ყვავილი - იბადება (გაზაფხული), იფურჩქნება, (ზაფხული) ბერდება, (შემოდგომა)  და  გარდაიცვლება (ზამთარი)  და კვლავ მკვდრეთით  აღდგება  გაზაფხულისთვის,  მარადიული  სიხარულისთვის...

Thursday, June 21, 2012

კარიბჭე

                                              მიწიერი  და ზეციური  ეკლესია.


                                                           

მიწიერი ეკლესია მებრძოლია. მწყემსი - მოძღვარია, ხოლო ცხვრის  ფარა - მრევლი,  რომელსაც  წინ  მიიუძღვის ჯვრითა და  სახარებით,  რათა  ერთობლივად  გადალახონ  ბოროტების  ზღვა;  ურთიერთ  სიყვარულითა  და  სიკეთით  მკვიდრნი  გახდნენ  ზეციური - მოზეიმე  ეკლესიისა.
 მე  კი  დიდი  სურვილი  მაქვს,  რომ  ადამიანმა  თავი  დააღწიოს  ურწმუნოების  ლაბირინთს, გამოქვაბულიდან  გამოსულმა  იხილოს  - ჭეშმარიტი, დაუღამებელი  ნათელი.  სიყვარულმა  მათთვის  დამაწერინა ლექსი,  რომელსაც  ,,ურწმუნოების  ლაბირინთი"  ჰქვია.



                 
                                                 ურწმუნოების  ლაბირინთი.
                            
                                 
                                         

                       მწყემსის  გარეშე  ცხვარს  მგელი  დაგლეჯს,
                       ხომალდის  გარეშე  ზღვას  ვერ  გადაცურავ...
                       და  ნუ  გახდები  შენ  ვეშაპის  მსხვერპლი!
                       და  რომ  არ  გქონდეს  გასაღები,  განა  სახლში  შეხვალ?
                       დროა  სინანულის,  რომ  აცხოვნო  სული  შენი!
                       განეშორე  ბოროტებას  და  მორჩილი  გახდი  შენ  ღვთის,
                       და  ნუ  მისცემ  დავიწყებას  რომ  ის  არის  შენი  მხსნელი!

                             18:00 სთ.                  31-05-2011 წ.

                                 

იხილეთ:   თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემია.
                 თეოლოგია.


                                         

Wednesday, June 20, 2012

მეცნიერის თვალით დანახული სამყარო.

                                       


- როგორია  მეცნიერის  თვალით  დანახული  სამყარო?
- როგორც  ექიმმა  მიკროსკოპთ  დაინახო - უჯრედი, მიკროსამყარო და  ასტრონომმა  ტელესკოპით - გალაქტიკები, მაკროსამყარო.


       
                                 
                                                           
ცანი უთხრობენ დიდებასა ღვთისასა და ქმნულთა ხელთა  მისთა მოუთხრობს სამყაროი.  (ფსალმუნი 18.  3კ.  2მ.)


Tuesday, June 19, 2012

პატრიოტიზმი

                                               


                       ,, გულით  ვატარებ  მე  სიყვარულს  ყაყაჩოსფერს
        და  ხელთ მიპყვრია  დროშა  ქართული - ქრისტიანობის მქადაგებელი".          







              

                          



Sunday, June 17, 2012

სიყვარულისთვის...

                                           
                                                                 

წმ. იოანე  ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი კუნძულ პატმოსზე.

მართმადიდებლური-ქრისტიანული  სარწმუნოება  უნივერსალურია, უნიკალურია, უცვლელია  დროსა და სივრცეში; უფლის  წმინდა  სიტყვით  კლდეზეა  დაფუძნებული, რომელსაც  ვერავითარი ბოროტი ძალა  ვერ დაარღვევს.
ჩემზე განუსაზღვრელ  შთაბეჭდილებას  ახდენს  წმ. პავლე მოციქულის  სიტყვები:
 - ვინ  განმაშორნეს  ჩვენ  სიყვარულსა მას  ქრისტესა: ჭირმა  ანუ  იწროებამან, 
დევნამან  ანუ  სიყმილმან,  შიმშილობამან  ანუ  ურვამან  ანუ  მახვილმან?  ვითარცა წერილ  არს:  რამეთუ  შენთვის  მოვსწყდებით  ჩვენ  მარადღე  და  შევირაცხენით  ჩვენ, 
ვითარცა  ცხოვარნი  კვლადნი!  (6კ. 43ფ.  23მ.)   რომ.  მიმართ(8თ.
35-36მ-ბი.)